Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) და მისი პარტნიორები აგრძელებენ მთვარის პროგრამArtemis-ის რეალიზებას. ამ ძალისხმევის ფარგლებში კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ცოტა ხნის წინ გამოცადა მთვარის მოდულის ერთ-ერთი ძრავი Raptor კოსმოსში არებული ცივ ტემპერატურის იმიტირების პირობებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceX 

ტესტის ფარგლებში SpaceX-მა გატესტა ძრავი, რომელიც ოპტიმიზებული კოსმოსში ხანგრძლივი მუშაობისთვის. NASA-მ განაცხადა, რომ კერძო კომპანიამ შეაფასა ძრავის მუშაობა "ტესტირების გზით, რომელმაც დაადასტურა, რომ ძრავის ამოქმედება შესაძლებელია უკიდურესად ცივ პირობებში, რაც განპირობებულია კოსმოსში ხანგრძლივ ყოფნით". 

შეგახსენებთ, რომ NASA-მ ილონ მასკის კომპანიასთან 2.89 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ შეთანხმების პირობებში SpaceX-მა უნდა შექმნას დასაფრენი მოდული, რომელიც ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე წაიყვანს 2025 წელს დაგეგმილ მისია Artemis 3-ის ფარგლებში. NASA-სა და SpaceX-ს შორის დადებული კიდევ ერთი, 1.15 მლრდ აშშ დოლარი ღირებულების შეთანხმება კი ეხება მისია Artemis 4-ს, რომლის რეალიზაცია 2028 წლისთვისაა დაგეგმილი. 

ჩვეულებრივი კოსმოსური ხომალდებისგან განსხვავებით მოდული SpaceX Starship კოსმოსურ სივრცეში გაცილებით დიდხანს დარჩება, რაც გამოიწვევს აღჭრვილობის ტემპერატურის უფრო დაბალ დონემდე შემცირებას. გასულ თვეში SpaceX-მა ჩაატარა მეორე გამოცდა, რომლის ფარგლებში მოახდინა Raptor ძრავების მთვარის ზედაპირზე მუშაობის დემონსტრირება. მიუხედავად SpaceX-ის ძრავების წარმატებული ტესტირებისა, არსებობს შეშფოთება, რომ Raptor-თან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება შეანელოს NASA-ს მთვარის პროგრამა. ადრე დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ მისია Artemis 3, სავარაუდოდ, 2026 წლისთვის გადაიდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.