Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Meta-მ დაიწყო მეტასამყარო Horizon Worlds-ის გაფართოება VR ჰედსეტების ფარგლებს გარეთ -  პირველ სამყაროზე გახსნა ადრეული წვდომა მობილურ მოწყობილობებსა და კომპიუტერებზე. 

განცხადების მიხედვით მომხმარებელთა მცირე რაოდენობას უკვე შეუძლია თამაშ Super Rumble-ს სივრცეში შესვლა Android-აპლიკაცია Meta Quest-ის საშუალებით. iOS-მოწყობილობების ვერსია უახლოეს კვირებში გამოვა. 

წვდომა ასევე შესაძლებელია Horizon Worlds-ის ვებ-გვერდზე ნებისმიერი ბრაუზერის მეშვეობით. 

„მიუხედავად იმისა, რომ Quest ჰედსეტი მეტასამყაროში მონაწილეობის ყველაზე საინტერესო საშუალებაა, ჩვენ გვჯერა, რომ უნდა არსებობდეს შესვლის მრავალი წერტილი. სამყაროს უფრო მეტ ზედაპირზე გამოტანა არის ნაბიჯი ამ კონცეფციის რეალიზებისა და მეტი ადამიანისთვის გამოცდილების გასაზიარებლად“, - განაცხადა Meta-მ. 

განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ მეტასამყარო იყენებს უსაფრთხოების იმავე მახასიათებლებს მობილურის და ვებისთვის, რასაც Quest-ზე, მოზარდების დაცვის ჩათვლით. 

Horizon Worlds-ის ყველა ვერსია უფასოა და ვირტუალურ სივრცეში მონაწილეობა შეუძლია 13 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ მსურველს. ამჟამად აპლიკაცია მხარდაჭერილია მხოლოდ კანადაში, საფრანგეთში, ისლანდიაში, ირლანდიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. 

კომპანია აპირებს მეტასამყაროზე ადრეული წვდომის თანდათან თანდათან გაფართოვებას მობილური და ვებ ვერსიებით მიღებული გამოხმაურებისა და გამოცდილების საფუძველზე. 

ჩვენ გავავრცელებთ უფრო მეტ სამყაროს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, თქვენ შეძლებთ მეგობრებთან ერთად გაერთოთ, მათთან ერთად იცინოთ კომედიურ შოუებზე და ისიამოვნოთ უფასო კონცერტებითა და ღონისძიებებით ნებისმიერი დაკავშირებული მოწყობილობიდან", - განაცხადეს Meta-ში. 

შეგახსენებთ, რომ აპრილში უფლებადამცველებმა კომპანიას მეტასამყაროში არასრულწლოვანთა დაშვების შეზღუდვის დაწესებისკენ მოუწოდეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.