Jump to content

Recommended Posts

Posted

მიუხედავად იმისა, რომ Intel გამოემშვიდობა NUC კომპიუტერებს და მათი წარმოების უფლება ASUS-ს გადასცა, ბაზარზე კიდევ გამოდის პროდუქტები თავად Intel-ისგან. ეტალონური ლეპტოპი  Intel NUC X15 ევროპის ბაზარზე ახლა გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ Intel-მა მისი გამოშვება ოფიციალურად შეწყვიტა. გერმანულმა კომპანია Schenker-მა და მისმა ბრენდმა XMG-მ გადაწყვიტეს საცალო ქსელ Bestware-ზე წარმოედგინათ ლეპტოპი თავიანთი საფირმო გადაწყვეტილებებით.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

ღსანიშნავია, რომ Schenker-მა და XMG-მ სახელწოდება არ შეუცვალეს Intel NUC X15-ს. ლეპტოპი თავისთავად Intel-ის ეტალონური პლატფორმაა, რომლის საფუძველზე OEM-ებს შეუძლიათ აწარმოონ საკუთარი ლეპტოპები საკუთარი დასახელებებით. ამ შემთხვევაში ასეთ ვარიანტზე უარი ითქვა. 

Intel NUC X15-ის შემადგენლობაში გამოყენებულია 14-ბირთვიან და 20-ნაკადიანი Alder Lake Intel Core i7-12700H პროცესორ 4.7 გჰც-მდე სიხშირით. ლეპტოპ აქვს დისკრეტული გრაფიკა Intel Arc A730M 12 გბ GDDR6 მეხსიერებით, ხელმისაწვდომია 64 გბ-მდე DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერება და 4 ტბ-მდე მყარი დისკი. 

image.jpeg 

Intel NUC X15-ს აქვს 15.6-დუიმიანი IPS დისპლეი 1920 × 1080 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერით და 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. სიკაშკაშის მაჩვენებელია 300 კდ/2 და აქვს 90%-იანი sRGB ფერთა გამა. 

ლეპტოპს ასევე გააჩნია 2.5-გიგაბიტური ქსელის ადაპტერი, მხარდაჭერილია უსადენო სტანდარტები Intel Wi-Fi 6 AX201 და Bluetooth 5.2, აქვს 62 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა, ვებ-კამერა Windows Hello-ს მხარდაჭერით და კლავიატურა ერთზონიანი RGB განათებით. მოწყობილობის ზომაა 358.26 × 235 × 22.2 მმ, წონა კი - 2 კგ-ზე ნაკლები. 

image.png 

ფოტოს წყარო: Bestware 

საბაზისო კონფიგურაციას აქვს 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 500 გბ SSD Samsung 980. ეს ვერსია შეფასებულია 999 ევროდ (დღგ-ს ჩათვლით), თუმცა 30 სექტემბრამდე იგი ფასდაკლებით 899 ევროდ გაიყიდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.