Magdalena Posted September 6, 2023 Posted September 6, 2023 კომპანია SpaceX-მა წელიწადში განხორიცელებული წარმატებული კოსმოსური ფრენების საკუთარი რეკორდი გადალახა. კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ დრომდე 62 მისია განახორციელა. 62-ე მისიის ფარგლებში რაკეტა Falcon 9 აფრინდა 3 სექტემბერს. 4 სექტემბერს ადრეულ საათებში SpaceX-მა საკუთარ სოციალურ ქსელ X-ით დაადასტურა 21 ერთეული Starlink-თანამგზავრის ორბიტაზე გაშვება. ფოტოს წყარო: SpaceX Falcon 9-ის პირველი მონაკვეთი გაშვებიდან 8.5 წუთის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა და დაეშვა მცურავ პლატფორმა SpaceX Just Read the Instruction-ზე ატლანტის ოკეანეში. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ რაკეტის მეათე ფრენა. 62-ე ფრენამდე ცოტა ხნით ადრე SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა მიულოცა კომპანიის გუნდს წლევანდელი სამუშაო და აღნიშნა, რომ შემდეგი წარმატებული გაშვება ახალ რეკორდს დაამყარებს და გადააჭარბებს 2022 წლის შედეგს. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მიმდინარე წელს უფრო მეტჯერ გაუშვა რაკეტა, ვიდრე რომელიმე ქვეყანამ წელს. მაგალითად, რუსეთმა შეასრულა 12 გაშვება, ხოლო ჩინეთმა - 39. „[2023 წელს] SpaceX-მა დედამიწიდან მთლიანი სასარგებლო ტვირთის მასის დაახლოებით 80% გაიტანა ორბიტაზე. კიდევ 10% ჩინეთიდან გავიდა, დანარჩენი 10% კი - დანარჩენი მსოფლიოდან“, - დაწერა მასკმა 2 სექტემბერს. http://tinyurl.com/3pzwjxn4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.