Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია SpaceX-მა წელიწადში განხორიცელებული წარმატებული კოსმოსური ფრენების საკუთარი რეკორდი გადალახა. კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ დრომდე 62 მისია განახორციელა. 62-ე მისიის ფარგლებში რაკეტა Falcon 9 აფრინდა 3 სექტემბერს. 4 სექტემბერს ადრეულ საათებში SpaceX-მა საკუთარ სოციალურ ქსელ X-ით დაადასტურა 21 ერთეული Starlink-თანამგზავრის ორბიტაზე გაშვება.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceX 

Falcon 9-ის პირველი მონაკვეთი გაშვებიდან 8.5 წუთის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა და დაეშვა მცურავ პლატფორმა SpaceX Just Read the Instruction-ზე ატლანტის ოკეანეში. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ რაკეტის მეათე ფრენა. 

62-ე ფრენამდე ცოტა ხნით ადრე SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა მიულოცა კომპანიის გუნდს წლევანდელი სამუშაო და აღნიშნა, რომ შემდეგი წარმატებული გაშვება ახალ რეკორდს დაამყარებს და გადააჭარბებს 2022 წლის შედეგს. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მიმდინარე წელს უფრო მეტჯერ გაუშვა რაკეტა, ვიდრე რომელიმე ქვეყანამ წელს. მაგალითად, რუსეთმა შეასრულა 12 გაშვება, ხოლო ჩინეთმა - 39. 

„[2023 წელს] SpaceX-მა დედამიწიდან მთლიანი სასარგებლო ტვირთის მასის დაახლოებით 80% გაიტანა ორბიტაზე. კიდევ 10% ჩინეთიდან გავიდა, დანარჩენი 10% კი - დანარჩენი მსოფლიოდან“, - დაწერა მასკმა 2 სექტემბერს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.