Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Zotac-მა წარადგინა პორტატული კომპიუტერი VR GO 4.0 (2023), რომელიც დამზადებულია ზურგჩანთის სტილში. პროდუქტი ორიენტირებულია არა იმდენად გეიმინგ საზოგადოებაზე, არამედ ვირტუალური და შერეული რეალობის, აგრეთვე მეტასამყაროს მომხმარებლებზე.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Zotac 

გასულ წელს გამოშვებულ VR GO 4.0 (2022) ვერსიას ჰქონდა პროფესიონალური ვიდეო ბარათი NVIDIA RTX A4500 16 გბ მეხსიერებით, ხოლო VR GO 4.0 (2023) ვერსიაში წარმოდგენილია ნაკლები წარმადობის და, შესაბამისად, შედარებით ხელმისაწვდომი ნახევრადპროფესიონალური RTX A2000 8 გბ მეხსიერებით, რომლის შემადგენლობაში მოცემულია მობილური ჩიპი Ampere GA106 2560 CUDA ბირთვით და 128-ბიტიანი მეხსიერების სალტეს მხარდაჭერით. 

image.jpeg 

image.jpeg 

სხვა მხრივ ზურგჩანთა-კომპიუტერის მახასიათებლები გასული წლის მოდელთან შედარებით არ შეცვლილა. მოწყობილობას საფუძვლად უდევს Tiger Lake თაობის მობილური რვაბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი Intel Core i7-11800H, 16 გბ DDR4 ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ M.2 SSD. 

image.jpeg 

image.jpeg 

მოწყობილობის წონაა 4.5 კგ. კვებისთვის გამოიყენება წყვილი, შეცვლადი ბატარეა - თითო 6000 მა/სთ მოცულობით. შესაძლებელია კომპიუტერის VR-ჰედსეტთან გამოყენება ავტონომიურ რეჟიმში. ავტონომიური მუშაობის დრო 1 საათამდეა. 

image.jpeg 

image.jpeg 

კომპიუტერზე წარმოდგენილია ერთი HDMI 2.1, ორი DisplayPort 1.4, USB 3.1 Type-C, ოთხი USB 3.1 და ორი USB 3.0. მხარდაჭერილია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2. Zotac VR GO 4.0-ს ყიდვა შესაძლებელია 3700 ფუნტად (დაახლოებით 4660 აშშ დოლარი). 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.