Jump to content

Recommended Posts

Posted

ამა წლის მაის-ივნისში დიდი თხევადკრისტალური პანელების მწარმოებლებმა შესაძლოა საკუთარ პროდუქციაზე ფასები გაზარდონ ისევ და ისევ იაპონიაში მომხდარი მოვლენების საკვანძო კომპონენტების მიწოდების ჯაჭვზე ნეგატიური ზემოქმედებისა, აგრეთვე მონიტორებისთვის განკუთვნილ პანელებზე ფასების გაზრდის გამო.

LCD-Panel-LTM150XO-L01-24123441784.jpg

8,5- და 20-დიუმიანი ფართოეკრანიანი პანელები მონიტორებისთვის ოდნავ უკვე გაძვირდა მარტში. ფასების კიდევ ერთი ზრდა აპრილშიცაა მოსალოდნელი. ნოუთბუქებისთვის განკუთვნილი პანელების ფასები აქამდე უცვლელი რჩებოდა, მაგრამ აპრილში, მობილური პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელთა პროტესტის მიუხედავად, ისინიც შეიძლება გაძვირდეს, განსაკუთრებით კი ეს 14-დიუმიან სეგმენტს ეხება.

როგორც წყაროები აღნიშნავენ, საკვანძო კომპონენტების მიწოდების შეფერხებები ჯერჯერობით არაა ფასების ზრდის მიზეზი, რადგანაც უმეტესი მწარმოებლის საცავებში არსებული მარაგი საკმარისია მაისამდე პროდუქციის სტაბილურად მიწოდების უზრუნველსაყოფად. მაგრამ თუ კი სფეროში სიტუაცია არ შეიცვლება, პანელების გაძვირება გარდაუვალი იქნება.

წყარო: digitimes.com/

  • Upvote 1
  • 2 weeks later...
Posted

ძალიან ცუდი :( ნეტა მალე დაწყნარდეს იაპონიაში ყველაფერი...

პ.ს. მანქანებიც ძვირდება გარკვეულწილად ამის გამო და ზოგადად ბევრ სხვა სფეროზეც შეიძლება ეს აისახოს

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.