Jump to content

Recommended Posts

Posted

Bitcoin-ის ფასი 28 ათას აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა, ყველა სხვა კრიპტოვალუტა ასევე ზეწოლის ქვეშ მოექცა ინვესტორების განახლებული შეშფოთების გამო აშშ-ს ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ. ფასის ვარდნა დაიწყო აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის სხდომის ივლისის პროტოკოლების გამოქვეყნების შემდეგ, სადაც გამოთქმული იყო ოფიციალური პირების შიში ინფლაციის მზარდი ზრდის შესახებ, რამაც შესაძლოა განაკვეთების შემდგომი ზრდა გამოიწვიოს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Pixabay 

ცენტრალური ბანკის ივლისის შეხვედრაზე ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთი 22 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უმაღლეს დონემდე გაზარდა. ბაზრები ახლა იმედოვნებენ, რომ ცენტრალური ბანკი წელს საპროცენტო განაკვეთებს აღარ შეცვლის. ამის საპასუხოდ საფონდო ბირჟა ზედიზედ ორი დღის განმავლობაში განიცდიდა ვარდნას, ხოლო აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების ათწლიანმა შემოსავალმა 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დახურვა მიაღწია. 

Coin Metrics-ის მიხედვით Bitcoin-ის კორელაცია აქციებთან მიმართებაში ორ წელიწადის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა, თუმცა მან ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია 2022 წელს ფედერალური სარეზერვო სისტემის კამპანიის საპასუხოდ - გაეზარდა განაკვეთები ინფლაციის შეკავების მიზნით. 

„მიუხედავად იმისა, რომ თავად ინფლაცია შეიძლება იყოს არგუმენტი კრიპტო აქტივების ზრდის სასარგებლოდ, ინფლაციასთან ერთად ჩნდება სხვა ასპექტებიც, როგორიცაა რისკისადმი მადის დაქვეითება ინვესტორების მხრიდან, რომლებსაც ეშინიათ რეცესიის და თავს არიდებენ Bitcoin-ს, როგორც სარისკო აქტივს“ - განმარტა Defiance ETFs-ის მთავარმა საინვესტიციო დირექტორმა Sylvia Jablonski-მ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: CNBC 

ექსპერტების აზრით მიმდინარე კვირაში Bitcoin-ისა და Ethereum-ის 90-დღიანი ცვალებადობის მაჩვენებელი დაეცა მრავალწლიან მინიმუმამდე, 35% და 37%-ით, შესაბამისად. მათ ასევე სჯერათ, რომ Bitcoin-ის ფასის დაბრუნება 30 ათას აშშ დოლარიან მაჩვენებლამდე ივნისის ბოლოს „დაბალი მოცულობით მოხდა, ამიტომ აღმასვლას დიდი ძალა არ ჰქონდა“. აშშ-ში Bitcoin ETF-ის - კრიპტოვალუტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოზიტიური კატალიზატორის მოსალოდნელი დებიუტი გადაიდო, რამაც ასევე შეამცირა ინვესტორების ინტერესი კრიპტოაქტივების მიმართ. მასალის წერის მომენტში Bitcoin-ის კურსი 27 800 აშშ დოლარია. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.