Jump to content

Recommended Posts

Posted

ტრადიციული სერვერების გაყიდვები გლობალურად მცირდება, იტყობინება MarketWatch, რომელიც Susquehanna-ს ანალიტიკოსების ცნობებს ეყრდნობა. მოთხოვნის შემცირების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჰიპერსკეილერები და მონაცემთა ცენტრის ოპერატორები ყურადღებას ამახვილებენ ხელოვნური ინტელექტის ოპტიმიზებულ სისტემებზე. 

აღნიშნულია, რომ 2023 წლის III კვარტალში სტანდარტული CPU-სერვერების გლობალური მიწოდების მოცლობა შეიძლება იყოს "იმედის გამაცრუებლი". ასეთი სისტემების მიწოდება შეიძლება შემცირდეს 20%-ით ყოველწლიურად, ხოლო ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების გაყიდვების მოცულობა 23%-ით გაიზრდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Microsoft 

ჯამში სერვერების მიწოდება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 3%-ით მეტი იქნება. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა პროგნოზი - 10%. ბოლო მონაცემები მიუთითებს გლობალური მონაცემთა ცენტრების ინდუსტრიის მნიშვნელოვან შენელებაზე, როგორც სხვა კვლევები მეტყველებს. 

ივლისში TSMC-ის თავმჯდომარე მარკ ლიუმ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე მზარდი მოთხოვნის გამო ტრადიციული სასერვერო პროცესორების გაყიდვები მცირდება. შეფასებით, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გახდება მთავარი ტექნოლოგიური ტენდენცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, IT-კომპანიების დირექტორების 75% ტესტავ ან უკვე ნერგავს მსგავს პროექტებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.