Jump to content

Recommended Posts

Posted

წლის დასაწყისში გამოფენა CES 2023-ზე Samsung-მა წარმოადგინა გიგანტური 57-უიმიანი რკალისებრი გეიმინგ მონიტორი Odyssey Neo G9 (G95NC). განცხადების დროს კომპანიას არ უთქვამს, როდის გამოვა გაყიდვაში და რა ფასი ექნება. ამჟამად გამოქვეყნა ვიდეო, რომელშიც დასახელებულია ახალი მონიტორის გაყიდვის დაწყების თარიღი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

YouTube არხზე გამოქვეყნებულ სარეკლამო ვიდეოში Samsung-მა მიანიშნა, რომ Odyssey Neo G9 23 აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი. საუბარია მონიტორზე წინასწარი შეკვეთების მიღებაზე თუ რეალური გაყიდვების დაწყებაზე - რთული გასაგებია ვიდეოს აღწერილობაში კომპანიის ფორმულირებიდან. 

მონიტორ Odyssey Neo G9-ს (G95NC) აქვს 57-დუიმიანი რკალისებრი მატრიცა სიმრუდის 1000R რადიუსით, გვერდების შეფარდებაა 32:9, მხარდაჭერილია 7680 × 2160 (Dual UHD) გაფართოება და 240 ჰერცი კადრი განახლების სიხშირე. გამოყენებულია განათება Quantum Mini LED, VESA Display HDR 1000 სერიფიკატი კი უზრუნველყოფს შესანიშნავ გამოსახულებას ნებისმიერ გეიმინგ გარემოში. დაკავშირებისთვის გათვალისწინებულია ინტერფეისი DisplayPort 2.1, რომელიც გადასცემს დაახლოებით ორჯერ მეტ მონაცემს DisplayPort 1.4-თან შედარებით. მონიტორს აგრეთვე აქვს RGB-განათება. 

კომპანიას ყველა დეტალი ჯერ არ გაუსაჯაროვებია. სავსებით მოსალოდნელია, რომ მონიტორს ასევე ექნება Smart TV ფუნქციისა და გეიმინგ ჰაბ Samsung Gaming Hub-ის მხარდაჭერა ქლაუდ სერვისებზე წვდომისთვის, როგორებიცაა Microsoft Xbox Cloud Gaming და NVIDIA GeForce Now. 

მოსალოდნელია, რომ Samsung Odyssey Neo G9-ს ფსი 2 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.