Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ კონფერენცია SIGGRAPH 2023-ზე წარადგინა სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი სამი ახალი ვიდეო ბარათი. Ada Lovelace არქიტექტურის პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების ასორტიმენტი გაფართოვდა მოდელებით: RTX 5000 Ada, RTX 4500 Ada და RTX 4000 Ada. 

image.jpeg 

RTX 5000 Ada. ფოტოს წყარო: NVIDIA 

მოდელ RTX 5000 Ada-ს საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი AD102 12800 CUDA, 400 Tensor და 100 RT-ბირთვით. ჩიპი მუშაობს 2.5 გჰც სიხშირეზე. ბარათს აქვს 32 გბ GDDR6 მეხსიერება ECC ხარვეზების კორექციის ფუნქციით, სიჩქარე შეადგენს 18 გბ/წმ-ს კონტაქტზე, მხარდაჭერილია 256-ბიტიანი სალტე და გამშვები სიჩქარე 578 გბ/წმ. ამაჩქარებლის ენერგომოხმარება 250 ვატს შეადგენს. კომპანიის განცხადებით RTX 5000-ის წარმადობა FP32 ოპერაციებში 65.3 Tflop-ია.  

image.jpeg 

RTX 4500 Ada 

RTX 4500 Ada-ში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი AD104 7680 CUDA ბირთვით, 240 Tensor- და 60 RT ბირთვით. GPU-ის Boost-სიხშირე 2.6 გჰც-ია. ბარათს აქვს 24 გბ GDDR6 მეხსიერება ECC ხარვეზების კორექციის ფუნქციით, 18 გბ/წმ სიჩქარე კონტაქტზე, მხარდაჭერილია 192-ბიტიანი სალტე და 432 გბ/წმ სიჩქარე. ამაჩქარებლის ენერგომოხმარება შეადგენს 210 ვატს, წარმადობა FP32 ოპერაციებში - 39.6 Tflop-ს. 

image.jpeg 

RTX 4000 Ada 

RTX 4000 Ada-ს აქვს გრაფიკული პროცესორი AD104 6144 CUDA ბირთვით, 192 Tensor და 48 RT ბირთვით. ჩიპი მუშაობს 2.2 გჰც სიხშირეზე. ბარათს აქვს 20 გბ GDDR6 მეხსიერება ECC ხარვეზების კორექციის ფუნქციით, 18 გბ/წმ სიჩქარე კონტაქტზე, მხარდაჭერილია 160-ბიტიანი სალტე და 360 გბ/წმ სიჩქარე. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარების მაჩვენებელია 130 ვატი, წარმადობა FP32 ოპერაციებში - 26.7 Tflop. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ComputerBase 

სამივე ბარათს აქვს PCIe 4.0 ინტერფეისის 16 არხის მხარდაჭერა. ორ უფროს მოდელს აქვს 4-4 DisplayPort 1.4a, RTX 4000 Ada-ს - ოთხი mini-DisplayPort 1.4a. 

image.jpeg 

NVIDIA ახალ ვიდეო ბარათებს შემდეგნაირად აფასებს: RTX 5000 Ada - 4000 აშშ დოლარი, RTX 4500 Ada – 2250 აშშ დოლარი, RTX 4000 Ada1250 აშშ დოლარი. ამ პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების მქონე პირველი სამუშაო სადგურები გაყიდვაში შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს. შემოთავაზებებს შორის წარმოდგენილი იქნება სამუშაო სადგურები Boxx-ის, Dell-ის, Lambda-ს, Lenovo-სა და HP-სგან. ასევე გაყიდვაში გამოვა სამუშაო სადგურები მანამდე წარმოდგენილი ოთხ ერთეულამდე პროფესიონალური ამაჩქარებლით RTX 6000 Ada - თითოეულ მათგანს აქვს 48 გბ GDDR6 ECC და ერთეულის ფასია 6800 აშშ დოლარი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.