Magdalena Posted August 11, 2023 Posted August 11, 2023 კომპანია NVIDIA-მ კონფერენცია SIGGRAPH 2023-ზე წარადგინა სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი სამი ახალი ვიდეო ბარათი. Ada Lovelace არქიტექტურის პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების ასორტიმენტი გაფართოვდა მოდელებით: RTX 5000 Ada, RTX 4500 Ada და RTX 4000 Ada. RTX 5000 Ada. ფოტოს წყარო: NVIDIA მოდელ RTX 5000 Ada-ს საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი AD102 12800 CUDA, 400 Tensor და 100 RT-ბირთვით. ჩიპი მუშაობს 2.5 გჰც სიხშირეზე. ბარათს აქვს 32 გბ GDDR6 მეხსიერება ECC ხარვეზების კორექციის ფუნქციით, სიჩქარე შეადგენს 18 გბ/წმ-ს კონტაქტზე, მხარდაჭერილია 256-ბიტიანი სალტე და გამშვები სიჩქარე 578 გბ/წმ. ამაჩქარებლის ენერგომოხმარება 250 ვატს შეადგენს. კომპანიის განცხადებით RTX 5000-ის წარმადობა FP32 ოპერაციებში 65.3 Tflop-ია. RTX 4500 Ada RTX 4500 Ada-ში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი AD104 7680 CUDA ბირთვით, 240 Tensor- და 60 RT ბირთვით. GPU-ის Boost-სიხშირე 2.6 გჰც-ია. ბარათს აქვს 24 გბ GDDR6 მეხსიერება ECC ხარვეზების კორექციის ფუნქციით, 18 გბ/წმ სიჩქარე კონტაქტზე, მხარდაჭერილია 192-ბიტიანი სალტე და 432 გბ/წმ სიჩქარე. ამაჩქარებლის ენერგომოხმარება შეადგენს 210 ვატს, წარმადობა FP32 ოპერაციებში - 39.6 Tflop-ს. RTX 4000 Ada RTX 4000 Ada-ს აქვს გრაფიკული პროცესორი AD104 6144 CUDA ბირთვით, 192 Tensor და 48 RT ბირთვით. ჩიპი მუშაობს 2.2 გჰც სიხშირეზე. ბარათს აქვს 20 გბ GDDR6 მეხსიერება ECC ხარვეზების კორექციის ფუნქციით, 18 გბ/წმ სიჩქარე კონტაქტზე, მხარდაჭერილია 160-ბიტიანი სალტე და 360 გბ/წმ სიჩქარე. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარების მაჩვენებელია 130 ვატი, წარმადობა FP32 ოპერაციებში - 26.7 Tflop. ფოტოს წყარო: ComputerBase სამივე ბარათს აქვს PCIe 4.0 ინტერფეისის 16 არხის მხარდაჭერა. ორ უფროს მოდელს აქვს 4-4 DisplayPort 1.4a, RTX 4000 Ada-ს - ოთხი mini-DisplayPort 1.4a. NVIDIA ახალ ვიდეო ბარათებს შემდეგნაირად აფასებს: RTX 5000 Ada - 4000 აშშ დოლარი, RTX 4500 Ada – 2250 აშშ დოლარი, RTX 4000 Ada – 1250 აშშ დოლარი. ამ პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების მქონე პირველი სამუშაო სადგურები გაყიდვაში შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს. შემოთავაზებებს შორის წარმოდგენილი იქნება სამუშაო სადგურები Boxx-ის, Dell-ის, Lambda-ს, Lenovo-სა და HP-სგან. ასევე გაყიდვაში გამოვა სამუშაო სადგურები მანამდე წარმოდგენილი ოთხ ერთეულამდე პროფესიონალური ამაჩქარებლით RTX 6000 Ada - თითოეულ მათგანს აქვს 48 გბ GDDR6 ECC და ერთეულის ფასია 6800 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/33nje3wx Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.