Jump to content

Recommended Posts

Posted

Steam-ის აპარატული უზრუნველყოფის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ფლაგმანურმა NVIDIA RTX 4090-მა დიდი პოპულარობა მოიპოვა და უკან მოიტოვა AMD RX 7900 XTX. Steam-ის მომხმარებლებს შორის NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორების წილი 74.69%-ს შეადგენს, AMD-ის - 15.93%-ს, ხოლო Intel-ის - 9.02%-ს. საუკეთესო ხუთეულში შედის GeForce GTX 1650 5.3%-ით, შემდეგ მოდის RTX 3060 4.88%-ით, GTX 1060 4.6%-ით, RTX 2060 4.10%-ით და RTX 3060 Laptop GPU 3.76%-იანი წილით. 

image.png 

უმაღლესი კლასის სეგმენტში NVIDIA GeForce RTX 4090 იკავებს 0.72%-იან წილს და უსწრებს RTX 3090-ს, რომლის წილი 0.66%-ია. RTX 4080-ის წილი შეადგენს 0.47%-ს, RTX 3080-ისა და RTX 3080 Ti-ს წილებია 2.46% და 0.85%, შესაბამისად. RTX 4070-ის წილი შეადგენს 1.23%-ს, RTX 3070-ის - 2.52%. 

აღსანიშნავია, რომ GeForce RTX 4090 თითქმის ოთხჯერ უფრო პოპულარულია, ვიდრე Radeon RX 7900 XTX, მიუხედავად იმისა, რომ ორივე GPU გამოვიდა თვეების ინტერვალით. RTX 4090-ის წილი, რომლის სარეკომენაციო ფასი 1599 აშშ დოლარს შეადგენს, აღემატება RX 7900 XTX-ს, რომლის ფასი მხოლოდ 999 აშშ დოლარია. ბევრი გეიმერის თვალში RTX 4090 უკეთესია RTX 4080-სა და RX 7900 XTX-ს განსაკუთრებული სიმძლავრის გამო. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.