Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Dell-მა დააანონსა მძლავრ დესკტოპ გეიმინგ კომპიუტერების სერია Alienware Aurora-ს შევსება ახალი Alienware Aurora R16-ით, რომელიც წინამორბედებისგან გაფართოებული ფუნქციონალით, კორპუსის ახალი კონტრუქციითა და ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Dell 

„განახლებული Alienware Aurora R16-ის გამოშვებით ჩვენ ვავითარებთ წარმატებულ მოდელ Aurora R15-ს და მას უკეთესად ვაქცევთ“ - აღნიშნა კომპანიამ. თუმცა Aurora R16-ს, რომელიც გამოვიდა Aurora R15-დან ერთ წელზე ნაკლები დროის შემდეგ, აქვს სრულიად განსხვავებული დიზაინი და ფუნქციონალი. 

image.jpeg 

მარცხნივ - Aurora R15, მარჯვნივ - ახალი Aurora R16 

Aurora R16-ის შექმნისას გამოყენებული იყო დიზაინის ოპტიმიზებული ენა სახელწოდებით Legend 3, რომელიც კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოშვებულ ლეპტოპებში გამოიყენა. ცნობილია, რომ Aurora R16 40%-ით პატარაა წინამორბედთან შედარებით, თუმცა შიდა მოცულობა 25.2 ლიტრი იგივეა და, შესაბამისად, შესაძლებელია მოდერნიზაცია. 

image.jpeg 

ხალი დიზაინით აგრეთვე შესაძლებელი გახდა გაზრდილიყო ჰაერის ნაკად და სისტემას ემუშავა 20%-ით უფრო ჩუმად, აგრეთვე 10%-ით შემცირებულიყო ცენტრალური პროცესორის და 6%-ით - გრაფიკული პროცესორის ტემპერატურა. ეს არის ყველაზე ჩუმი Alienware კომპიუტერი, რომელიც კომპანიას ოდესმე შეუქმნია, ამბობს ექსპერტი Eddy Goyanes. გარდა ამისა, უნივერსალური დიზაინის წყალობით გეიმინგ დესკტოპი შეუფერხებლად ერგება მრავალფეროვან გარემო. 

Aurora R16 წარმოდგენილია Intel Core 13 თობის პროცესორებით (Core i9-13900F-მდე) და NVIDIA GeForce RTX 40 სერიის გრაფიკით (GeForce RTX 4080-მდე). DDR5 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16-დან 64-მდე გბ-ს (ხელმისაწვდომია ორი DIMM სლოტი). წარმოდგენილია ორი SSD M.2 სლოტი, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს ორი SSD PCIe 4.0 4 ტბ-მდე მოცულობით. აგრეთვე შემოთავაზებულია კონფიგურაცია 512 გბ SSD-თა და 1 ტბ მყარი დისკით. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E. ფრონტალურ პანელზე განთავსებულია სამი პორტი USB 3.1 Gen 1 (2 პორტი Type-A და 1 პორტი Type-C). უკანა პანელზე მოცემულია ექვსი 3.5 მმ აუდიოკონექტორი, Ethernet 2.5 გბ/წმ პორტი, 4 პორტი USB 2.0 Type-A, 2 პორტი USB 3.2 Type-A და 2 - USB 3.2 Type-C. ასევე მოცემულია 500 ან 1000 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი 80Plus Platinum გამოყენებული ვიდეო ბარათის შესაბამისად. 

გეიმინგ კომპიუტერი Aurora R16 აშშ-ში უკვე იყიდება, საწყისი ფასი 1749.99 აშშ დოლარს შეადგენს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.