Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple და Microsoft ივლისის შეჯამებით დარჩნენ მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებად ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით, რასაც ხელი შეწყო მიმდინარე წელს ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასის ზრდამ. 

image.png 

უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე 20 კომპანია 2023 წლის 31 ივლისის მდგომარეობით. ფოტოს წყარო: reuters.com 

Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ივლისში 3 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო - ამას ხელი შეუწყო ინვესტორების იმედებმა, რომ კომპანია ახალ ბაზრებზე გაიზრდება, აგრეთვე მოლოდნმა, რომ აშშ-ში საპროცენტო განაკვეთი ზომიერი იქნება. ინვესტორების ზოგადი განწყობა ასევე გააუმჯობესა Alphabet-ის, Meta-ს, Intel-ისა და Lam Research-ის მაღალმა შემოსავლებმა. 

ივლისში Meta-ს კაპიტალიზაცია 10%-ით გაიზარდა - ბაზარი შთაგონებული იყო კომპანიის მაღალი სარეკლამო შემოსავლით და ოპტიმისტური პერსპექტივით. Microsoft-ის შემოსავალმაც გადააჭრბა უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებებს, რასაც ხელ შეუწყო ქლაუდ გამოთვლითი და საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესების ზრდა, თუმცა კომპანიის აქციების ფასი 1.4%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც მან გამოაცხადა, რომ აპირებს ხარჯები გაზარდოს სერვისებზე მოთხოვნის ზრდის დასაკმაყოფილებლად. ივლისის ბოლოს სოფთვეარ გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2.49 ტრლნ აშშ დოლარი შეადგინა. Apple-ის კვარტალური ანგარიშის წარდგენა მიმდინარე დღეებშია მოსალოდნელი. 

image.png 

უმსხვილესი კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის დინამიკა 2023 წლის ივლისში 

Reuters-ის მიერ გამოკითხული ინვესტორები კვლავ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი - ხელოვნური ინტელექტის ბუმი შედარებულია 1995 წელთან, რომელიც აღნიშნებ, როგორც ინტერნეტის ეპოქის დასაწყისი. აშშ-ს საშუალო და მსხვილი კაპიტალის მქონე კომპანიების თითქმის 69 პროცენტმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს მეორე კვარტალში, გამოთვალა Refinitiv-მა, მათი 82% მოდიოდა ტექნოლოგიურ სექტორზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.