Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კორპორაცია Meta გეგმავს ჩატ-ბოტის გამოშვებას ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე სხვადასხვა პიროვნების მხარდაჭერით. ამის ესახებ წერს Financial Times. 

გამოცემის წყაროების თანახმად ტექნოლოგიის პროტოტიპი უკვე შემუშავების პროცესშია. Meta-ს ნეიროქსელი სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბერში გამოჩნდება. 

კომპანიის ჩატ-ბოტს შეეძლება მომხმარებლებთან საუბარი ადამიანურ დონეზე, აღნიშნავენ ინსაიდერებ. ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა არქეტიპს ეწოდება „პერსონაჟები“ და ისინი იმიტირებენ რეალურ ან გამოგონილ პიროვნებებს. 

კორპორაციამ უკვე გატესტა ბოტი, რომელიც აშშ-ის მე-16 პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის სახით გვევლინება, მან აგრეთვე მოსინჯა სერფერის პიროვნება მოგზაურობის გიდის როლში. 

FT-ის თანახმად Meta-ს პროდუქტის მთავარი მიზანია რეკომენდაციის სისტემისა და ძიების ფუნქციის გაუმჯობესება. კომპანია ახდენს ნეიროქსელის პასუხების გადამოწმების ავტომატიზაციას, რათა უზრუნველყოს სიზუსტე და აღმოფხვრას წესების დარღვევა. 

ზოგიერთმა ექსპერტმა შეშფოთება გამოთქვა ახალი ბოტის შესახებ. ჩართულობის გაძლიერების გარდა ჩატ-ბოტებს შეუძლიათ შეაგროვონ უზარმაზარი მონაცემები მომხმარებლის ინტერესების შესახებ, განმარტა რავიტ დოტანმა, ხელოვნური ინტელექტის ეთიკის მრჩეველმა პიტსბურგის უნივერსიტეტში და Collaborative AI-ის თანადამფუძნებელმა. 

მან აღნიშნა, რომ არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის კონფიდენციალურობას, ასევე ატარებს "მანიპულირებისდა მოქმედებისკენ სწრაფვის" პოტენციურ რისკებს. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აპრილი-ივნისის შედეგების მიხედვით მეტასამყაროსთან დაკავშირებულ განყოფილება Reality Labs-ის საოპერაციო ზარალმა 3.74 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 

მანამდე Bloomberg-ისთვის ცნობილი გახდა Apple-ის გეგმები ChatGPT-ის კონკურენტის შექმნასთან დაკავშირებით. კომპანიამ შეიმუშავა სტრუქტურა Ajax დიდი ენის მოდელებისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.