Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC), სანამ ივნისში Coinbase-ს უჩივლებდა, მოითხოვა, რომ ბირჟას შეეწყვიტა ყველა სახის კრიპტოვალუტით ვაჭრობა Bitcoin-ის  გარდა - იტყობინება გაზეთი Financial Times Coinbase-ის აღმასრულებელ დირექტორ ბრაიან არმსტრონგის განცხადებაზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

„იმ მომენტში ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა არჩევანი. Bitcoin-ის გარდა ყველა აქტივის გაუქმება, რაც, სხვათა შორის, არ შეესაბამება კანონს, ფაქტობრივად, ნიშნავს კრიპტო ინდუსტრიის დასასრულს შეერთებულ შტატებში, განაცხადა არმსტრონგმა. „ამან არჩევანი გაადვილა... მოდით მივმართოთ სასამართლოს და გავარკვიოთ, რას ფიქრობს სასამართლო ამაზე“. თუ Coinbase დათანხმდებოდა მარეგულირებლის მოთხოვნას, ეს შექმნიდა პრეცედენტ, რომლის შედეგად კრიპტოვალუტების სექტორში მყოფი, აშშ-ში მოქმედი კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობ კანონგარეშე აღმოჩნდება, თუ ისინი SEC-ში არ დარეგისტრირდებიან. 

SEC-მა NASDAQ-ზე რეგისტრირებულ Coinbase-ს ბრალი წაუყენა უკანონო ქმედებებში იმის გამო, რომ იგი არ დარეგისტრირდა როგორც ბროკერი. სარჩელში კომისია ასევე ამტკიცებდა, რომ Coinbase ვაჭრობდა მინიმუმ 13 კრიპტო აქტივი, რომლებიც მასში უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული, მათ შორის ისეთი ტოკენებით, როგორებიცაა Solana, Cardano და Polygon. 

საბოლოო ჯამში SEC-ის მოთხოვნა Coinbase-დან 200-ზე მეტი დასახელების მქონე ყველა ტოკენის დელისტინგზე Bitcoin-ის გამოკლებით - მიუთითებს იმაზე, რომ კომისიას სურს ჰქონდეს მეტი უფლებამოსილება კრიპტო ინდუსტრიაში. ამავდროულად, სარჩელში მითითებული კრიპტო აქტივების სიაში, როგორც ფასიანი ქაღალდები, არ შედის Ethereum, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა ვაჭრობის მოცულობით. მანამდე SEC-ის ხელმძღვანელმა გრი გენსლერმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების უმეტესობა, გარდა Bitcoin-ისა, არის ფასიანი ქაღალდები. თუმცა, SEC ამტკიცებს, რომ მის იურიდიულ დეპარტამენტს არ გაუკეთებია ოფიციალური მოთხოვნა „კომპანიებისთვის კრიპტო აქტივების სიიდან ამოღების მიზნით“. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.