Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-მა წარადგინა ორი ახალი მობილური დისკრეტული ვიდეო ბარათი - Arc A570M და Arc A530M. ახალი ამაჩქარებლების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Intel-ს არ გაუზიარებია ყველა დეტალი ვიდეო ბარათების შესახებ. მაგალითად, უცნობია მათი მეხსიერების მოცულობა. თუმცა ვიცით გრაფიკული პროცესორების სიხშირეები და TDP-ის მაჩვენებლები. Arc A570M მოდელის შემადგენლობაში გამოყენებულია გრაფიკული ჩიპი ACM-G10, რომელიც ასევე წარმოდგენილია მობილურ Arc A550M-ში. გრაფიკულ ჩიპს აქვს 16 Xe ბირთვი და რეითრეისინგის 16 ბლოკი. თუმცა Arc A570M-ის GPU მუშაობს 1.3 გჰც-ზე, რაც 400 მჰც-ით მეტია Arc A550M მოდელთან შედარებით. შედეგად ვიდეო ბარათის TDP 15 ვატით გაიზარდა და ვარირებს 75-დან 95 ვატამდე. 

image.png 

ფოტოს წყარო: Intel 

Arc A530M მოდელის გრაფიკულ ჩიპში მოცემულია 12 Xe ბირთვი (1536 შეიდერული ბლოკი) და რეითრეისინგის 12 ბლოკი. გრაფიკული პროცესორი მუშაობს 1.3 გჰც სიხშირეზე, TDP-ის დონე კონფიგურირებადია და შეადგენს 65-დან 95-მდე ვატს. ორივე ვიდეო ბარათს აქვს 8 PCIe 4.0 არხის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

კომპანიამ აგრეთვე გამოუშვა გრაფიკულ დრაივერ Arc & Iris Graphics 31.0.101.4577 WHQL-ის ახალი ვერსია, რომელშიც დამატებულია ახალი მობილურ ვიდეო ბარათების მხარდაჭერა. ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ასევე გამოასწორებს თამაშ F1 23-ის (DX12) ხარვეზებს ლეპტოპებში, რომელთაც Intel Arc A სერიის გრაფიკა აქვთ. ახალი თამაშებისა და რაიმე გეიმინ-ოპტიმიზაციის მხარდაჭერას დრაივერი არ შეიცავს. მისი ჩამოტვირთვა უკვე შესაძლებელია Intel-ის ვებ-გვერდიდან. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.