Jump to content

Recommended Posts

Posted

კვარტალურ ღონისძიებაზე Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Patrick Gelsinger-მა განაცხადა, რომ კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ Meteor Lake პროცესორებში ხელოვნური ინტელექტის სისტემების აჩქარების სპეციალური ბლოკის ანერგვით, რომლის დებიუტი სამომხმარებლო სეგმენტში მიმდინარე წლის ბოლომდე შედგება. მისი თქმით, Intel აპირებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ყველა პროდუქტში, რომელსაც გამოუშვებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Intel თავდაპირველად ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი სპეციალიებუი ბლოკების ინტეგრირებას მხოლოდ Ultra პრემიუმ ხაზის პროცესორებში გეგმავდა, მაგრამ კომპანიის ანგარიშები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რიტორიკის ცვლილებით ხასიათდებოდა. Intel-ის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სხვადასხვა ამოცანები, რომელთა გადაჭრაც გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტის სისტემებს შეუძლია, უფრო სწრაფად შესრულდება, თუ ზოგიერთი გამოთვლა განხორციელდება სამომხმარებლო მხარეს და პერიფერიული გამოთვლის დონეზე. შეფერხებები, რომლებიც ხდება მონაცემების ქლაუდიდან გადმოცემის და უკან გადაცემის ეტაპზე, გარდაუვლად ამცირებს ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან მუშაობის ეფექტურობას, ამიტომ გამოთვლითი დატვირთვის ნაწილი უნდა დაეყრდნოს პერიფერიულ ინფრასტრუქტურასა და სამომხმარებლო მოწყობილობებს. 

უფრო მეტიც, გელსინჯერის თქმით ენერგმოხმარების თვალსაზრისით ხელოვნური ინტელექტის ლოკალიზებული ამაჩქარებლების გამოყენება უფრო მეტად ამართლებს, ასე რომ, Meteor Lake სერიის ცენტრალურ პროცესორს შეუძლია ათობით ვატის მოხმარება და მოთხოვნის დამუშავება წამში ან ორ წამში. თან სატარებელ მოწყობილობებში, როგორიცაა მაგალითად სმენის აპარატები, მომავალში ასეთი ამაჩქარებლები ინტეგრირდება, რომელთა ენერგომოხმარება იქნება არაუმეტეს 10 მიკროვატ. Intel-ის ხელმძღვანელობის თქმით ხელოვნური ინტელექტის სფეროში გამოთვლითი დატვირთვა გადანაწილდება მოწყობილობების სხვადასხვა ეშელონზე.  

„ამ მიზეზით, ჩვენ ჩავნერგავთ ხელოვნურ ინტელექტს ყველა იმ პროდუქტში, რომლის გამოშვებას ვაპირებთ, იქნება ეს სამომხმარებლო მოწყობილობა, საცალო ან საწარმოო პერიფერიული პლატფორმა, თუ მონაცემთა ცენტრი, რომელიც 10 მეგავატს მოიხმარს“, განაცხადა Intel-ის ხელმძღვანელმა. გელსინჯერის თქმით, კომპანიის მომხმარებლები შეძლებენ მონაცემთა ნაწილის დამუშავებას ლოკალურ ენობრივ მოდელებთან მუშაობით, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხოების საჭირო დონეს. Intel-ის ხელმძღვანელის თქმით კომპანიას მტკიცედ სჯერა "ხელოვნური ინტელექტის დემოკრატიზაციის" იდეის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.