Magdalena Posted July 22, 2023 Posted July 22, 2023 ივლისში ევროკავშირში რეგისტრირებულ ყველა ახალ ავტომობილს შორის ელექტრომობილების წილი 15.1%-მდე გაიზარდა. ამრიგად, ელექტრომობილებმა პოპულარობით პირველად გადააჭარბეს დიზელზე მომუშავე შიდაწვის ძრავის მქონე ახალ ავტომობილებს, აცხადებს რესურსი S&P Global. ფოტოს წყარო: Pixabay ევროკავშირის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით ევროკავშირში ახალი ელექტრომობილების (BEV) რეგისტრაცია 66%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 158252 ერთეული შეადგინა ივნისში, რის შედეგად მათი წილი ერთი წლის წინანდელი 10.7%-დან 15.1%-მდე გაიზარდა. ამრიგად, ელექტრომობილებმა დიზელის ავტომობილები პოპულარობის რეიტინგში მესამე პოზიციიდან გადააადგილეს. ევროკავშირში დიზელის მანქანების გაყიდვების მოცულობა ივნისში გასულ წელთან შედარებით 9.4%-ით შემცირდა და შეადგინა ბაზრის წილის 13.4%, 2022 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 17.4% იყო. გაყიდვებში ლიდერობენ მანქანები ბენზინის ძრავით და ჰიბრიდული მოდელები. ჰიბრიდული ავტომობილები კვლავ დარჩა მეორე ადგილზე ყველაზე პოპულარულ არჩევანს შორის, რაც ევროკავშირის ბაზრის 24.3%-ს შეადგენს. ბენზინზე მომუშავე მანქანების გაყიდვების რაოდენობა ევროკავშირში იყო 379067 ერთეული 2023 წლის ივნისში (11% წლიური ზრდა), მათი საბაზრო წილი 36.3%-მდე შემცირდა 2022 წლის ივნისის 38.5%-თან შედარებით. მთლიანობაში, წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში 2 მილიონზე მეტი ბენზინზე მომუშავე ავტომობილი გაიყიდა, რაც 16%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთო ჯამში, ევროკავშირში ახალი მანქანების რეგისტრაცია გაიზარდა 18%-ით 2023 წლის პირველ ნახევარში და მიაღწია 5.4 მილიონ ერთეულს, რაც მიუთითებს ევროპის ავტო ინდუსტრიის აღდგენაზე კოროვირუსის პანდემიით გამოწვეული მიწოდების შეფერხების შემდეგ. თუმცა ავტომობილების მთლიანი გაყიდვების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 21%-ით დაბალია. S&P Global Mobility-ის პროგნოზის მიხედვით ევროკავშირში ახალი მსუბუქი მანქანების გაყიდვებში ელექტრომობილების, Plug-in ჰიბრიდებისა და საწვავის უჯრედების მქონე ელექტრომობილების წილი 2030 წელს 70%-მდე გაიზრდება 2022 წლის 19%-დან. https://tinyurl.com/y2dksadn Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.