Jump to content

Recommended Posts

Posted

ივლისში ევროკავშირში რეგისტრირებულ ყველა ახალ ავტომობილს შორის ელექტრომობილების წილი 15.1%-მდე გაიზარდა. ამრიგად, ელექტრომობილებმა პოპულარობით პირველად გადააჭარბეს დიზელზე მომუშავე შიდაწვის ძრავის მქონე ახალ ავტომობილებს, აცხადებს რესურსი S&P Global. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Pixabay 

ევროკავშირის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით ევროკავშირში ახალი ელექტრომობილების (BEV) რეგისტრაცია 66%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 158252 ერთეულ შეადგინა ივნისში, რის შედეგად მათი წილი ერთი წლის წინანდელი 10.7%-დან 15.1%-მდე გაიზარდა. 

ამრიგად, ელექტრომობილებმა დიზელის ავტომობილები პოპულარობის რეიტინგში მესამე პოზიციიდან გადააადგილეს. ევროკავშირში დიზელის მანქანების გაყიდვების მოცულობა ივნისში გასულ წელთან შედარებით 9.4%-ით შემცირდა და შეადგინა ბაზრის წილის 13.4%, 2022 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 17.4%  იყო. 

გაყიდვებში ლიდერობენ მანქანები ბენზინის ძრავით და ჰიბრიდული მოდელები. ჰიბრიდული ავტომობილები კვლავ დარჩა მეორე ადგილზე ყველაზე პოპულარულ არჩევან შორის, რაც ევროკავშირის ბაზრის 24.3%-ს შეადგენს. ბენზინზე მომუშავე მანქანების გაყიდვების რაოდენობა ევროკავშირში იყო 379067 ერთეული 2023 წლის ივნისში (11% წლიური ზრდა), მათი საბაზრო წილი 36.3%-მდე შემცირდა 2022 წლის ივნისის 38.5%-თან შედარებით. მთლიანობაში, წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში 2 მილიონზე მეტი ბენზინზე მომუშავე ავტომობილი გაიყიდა, რაც 16%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

საერთო ჯამში, ევროკავშირში ახალი მანქანების რეგისტრაცია გაიზარდა 18%-ით 2023 წლის პირველ ნახევარში და მიაღწია 5.4 მილიონ ერთეულს, რაც მიუთითებს ევროპის ავტო ინდუსტრიის აღდგენაზე კოროვირუსის პანდემიით გამოწვეული მიწოდების შეფერხების შემდეგ. თუმცა ავტომობილების მთლიანი გაყიდვების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 21%-ით დაბალია. 

S&P Global Mobility-ის პროგნოზის მიხედვით ევროკავშირში ახალი მსუბუქი მანქანების გაყიდვებში ელექტრომობილების, Plug-in ჰიბრიდებისა და საწვავის უჯრედების მქონე ელექტრომობილების წილი 2030 წელს 70%-მდე გაიზრდება 2022 წლის 19%-დან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.