Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Bitcoin-ის მოახლოებული ჰალვინგი კრიტიკული ტესტი იქნება მაინერებისთვის ბლოკის დაბალი ჯილდოსა და მზარდი ხარჯების გამო. ამის შესახებ Block წერს JPMorgan-ის ანალიტიკოსების ანგარიშზე დაყრდნობით. 

„ელექტროენერგიის დაბალი ტარიფის მქონე მაინერებს გაუადვილდებათ დაძლევა, ხოლო მაღალი ხარჯების მქონე მაინერები ჰალვინგის შემდეგ სირთულეებს წააწყდებიან“ - აცხადებენ ბანკის ოფიციალური პირები JPMorgan-ის სტრატეგი Nikolaos Panigirtzoglou-ს ხელმძღვანელობით. 

ანალიტიკოსების აზრით ბლოკის ჯილდოს განახევრება ისტორიულად დადებითად ისახებოდა პირველი კრიპტოვალუტის ფასზე, მაგრამ პრობლემებს ქმნიდა მაინინგის ღირებულების გაზრდის გამო. 

Bitcoin-ის წარმოების ღირებულების ჩვენი ამჟამინდელი მოდელის მიხედვით ელექტროენერგიის ფასის ცვლილება ერთი ცენტით კვტ/სთ-ზე იწვევს ღირებულების ცვლილებას 4300 აშშ დოლარით. ჰალვინგის შემდეგ ეს ზემოქმედება გაორმაგდება და 8600 აშშ დოლარამდე გაიზრდება, რაც გაზრდის უფრო მაღალი დანახარჯების მქონე მწარმოებლების დაუცველობას“, - აღნიშნავენ ბანკის სპეციალისტები. 

ინდუსტრიაში არსებული კონკურენცია ასევე ახდენს გავლენას Bitcoin-ის ჰეშრეითზე. თუმცა ბლოკის ჯილდოს შემცირების შემდეგ ინდიკატორი არ გაიზრდება იმავე ტემპით, ამბობენ ანალიტიკოსები. ამავდროულად, აქტივის ფასის ან ტრანზაქციის საკომისიოს მოცულობის ზრდა სულაც არ ახდებს მაინერების ხარჯების ზრდის კომპენსირებას. 

„ამჟამად Ordinals-ის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის კლება დამატებით პრობლემას უქმნის Bitcoin-ის მაინერების შემოსავლებს“, - აღნიშნეს JPMorgan-ის ექსპერტებმა. 

შეგახსენებთ, რომ ივნისის მეორე ნახევარში მაინერებმა პირველ კრიპტოვალუტაში 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი გაგზავნეს ბირჟებზე, რითაც დაამყარეს აქტივის შემოდინების ყოველდღიური რეკორდი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.