Jump to content

Recommended Posts

Posted

 

 

image.png 

დემოკრატმა კონგრესმენმა რიჩი ტორესმა მოითხოვა გამოძიების ჩატარება აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) მისი „ციფრული აქტივებისადმი უსისტემო და დესპოტური მიდგომის“ გამო. 

”SEC იქცევა, როგორც ზედმეტად გულმოდგინე საგზაო პოლიციელი, რომელიც თვითნებურად აჯარიმებს მძღოლებს, ხოლო სიჩქარის შეზღუდვებს საიდუმლოდ ინახავს. [სააგენტო] ურჩევნია კომუნიკაცია იძულებით, ვიდრე წესებით ან სახელმძღვანელო პრინციპებით“, - განაცხადა პოლიტიკოსმა. 

გამოძიების მოთხოვნის მიზეზი იყო სპეციალური დანიშნულების ციფრული ფასიანი ქაღალდების ბროკერ-დილერის ლიცენზია, რომელიც კომისიამ Prometheum-ზე გასცა. 

”საეჭვო გადაწყვეტილება ლიცენზირებული ციფრული აქტივების პლატფორმის შესახებ ასახავს თავმჯდომარრი გენსლერის მცდელობას - მოახდინოს რეგისტრაციის პროცესის პოლიტიზირება იმ დონეზე, რომელიც იშვიათად გვხვდება SEC-ის ისტორიაში,” - აღნიშნა ტორესმა. 

მან გამოძიების მოთხოვნით მიმართა მარეგულირებელი ორგანოს გენერალური ინსპექტორის აპარატს და ბუღალტრულ პალატას. 

მანამდე რესპუბლიკელმა სენატორმა ტომი ტუბერვილმა იუსტიციის სამინისტროსა და SEC-ს მოუწოდა შეესწავლათ  Prometheum-ის საქმიანობა. პოლიტიკოსმა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ აარონ კაპლანზე ეჭვი შეიტანა კონგრესის მოსმენების დროს მოტყუებასა და ფასიანი ქაღალდების კანონების დარღვევაში. 

კომპანიამ ასევე განიცადა მკაცრი კრიტიკა, რადგან ინდუსტრიის მონაწილეებმა უარყვეს Prometheum-ის შემოთავაზებული მოდელის ქმედითუნარიანობა ციფრული აქტივების ფასიანი ქაღალდების სახით ვაჭრობისთვის. 

აპრილში ტორესმა დაადანაშაულა SEC-ის თავმჯდომარე FTX-ის კოლაფსიდან მიღებული გაკვეთილების ნაკლებობაში და მიუთითა ამერიკულ კომპანიებში [Coinbase და სხვები] გამოძიების დაწყებაზე. ამავდროულად კონგრესის ქვედა პალატაში ოჰაიოს წარმომადგენელმა, რესპუბლიკელმა უორენ დევიდსონმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც გენსლერის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს. 

6 ივნისს კომისიამ სარჩელი შეიტანა კრიპტო ბირჟის წინააღმდეგ და იგი ფასიანი ქაღალდების კანონების დარღვევაში დაადანაშაულა. ერთი დღით ადრე სააგენტომ შეიტანა სარჩელი Binance-ისა და აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ. 

შეგახსენებთ, რომ ივნისის შუა რიცხვებში ამერიკელმა კონგრესმენებმა წარადგინეს კანონპროექტი გენსლერის თანამდებობიდან გადაყენებისა და SEC-ის რესტრუქტურიზაციის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების" გაგრძელების გამო. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.