Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტების სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 10%-ით - 210 000-დან 190 000 თანამშრომლამდე შემცირდა. ამას მოწმობს K33 Research-ის ანგარიში. 

დოკუმენტის მიხედვით ინდუსტრია მოიცავს დაახლოებით 10 ათას კომპანიას, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 180 მლრდ აშშ დოლარია. დასაქმებულების დაახლოებით 60% მუშაობს სავაჭრო და საინვესტიციო კომპანიებში. 

ციფრული აქტივების სფეროში დასაქმებულთა თითქმის 30% ცხოვრობს აშშ-ში. აზია და ავსტრალია ერთად შეადგენს სამუშაო ძალის 35%-ს, ხოლო ინდოეთი - 20%-ს. 

კრიპტო მუშაკების 24% კონცენტრირებულია ევროპაში. დიდი ბრიტანეთი ლიდერობს რეგიონში შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობით, რომელთა რიცხვი 13 ათასია. 

”ზოგადი ტენდენცია არის ის, რომ ბევრმა კომპანიამ გაათავისუფლა მრავალი ადამიანი, გარდა [კრიპტობირჟა] Binance-ისა,” - განაცხადა K33-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდერს ჰელსეტმა. 

მისი თქმით გასული წლის ბოლოს კომპანიებმა ბევრი თანამშრომელი შეამცირეს და ახლა ინდუსტრია "შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი დაფინანსების წყალობით". 

გასული წლის განმავლობაში სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გამოაცხადებს კომპანიებმა: Robinhood, Dapper Labs, Polygon, Magic Eden, Protocol Labs, Bittrex, Luno, Blockchain.com, Huobi, Bybit, STEPN, TrueLayer და სხვებმა. 

შეგახსენებთ, რომ ივლისში რამდენიმე ტოპ მენეჯერმა დატოვა Binance - ესენი იყვნენ სტრატეგიების დირექტორი პატრიკ ჰილმანი, ნორმატიული მოთხოვნების დაცვის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი სტივენ კრისტი და მთავარი იურიდიული მრჩეველი Han Ng. პლატფორმის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ სიტუაციას „ პერსონალის ჩვეულებრივი ბრუნვა" უწოდა. 

Posted

ისე ცალკე ვიდეოკარტებით მაინინგი მარტო იმ შემთხვევაში ამოტივტივდება და გამოიღვიძებს თუ მართლა გაცდა 2026-ის თუნდაც ბიტკოინი 100000$, სხვა ყველაფერი მკვდარი ვარიანტია, ანუ ძალზე დაბალი დარჩება საშვალო დღიური ვირუჩკა და ვისთანაც დენი ძვირია აზრი არა აქვს მაგ სირთულეზე მაინინგს, მაგრამ 100000$+ გასსამაგდება ალბათ საშვალო ვირუჩკა და 1$-ის მაგივრათ დღეში 3-4$ გადაგიხდიან და ბონუსებიც თუ წამოვიდა და დიდხანს დარჩება ბიტკოინი 100000$ ან მთლათ 150000$ გაცდება მაგ შემთხვევაში შეგვიძლია დაჟე ძველ რიგებზე ისევ ვიხილოთ 5-7$ მაინც დღიური გამომუშავება, რაც აღარ ყოფილა ლამის 2021 წლის ზაფხულის შემდეგ, ანუ იმის მტკიცება რომ ვიდეოკარტების მაინინგში აღარასოდეს აღარ იქნება შედარებით მაღალი ვირუჩკა ჯერ-ჯერობით ნაადრევია დაჟე ეთერეუმის გასვლის შემდეგაც კი, თუმცა მაგ კოინზე 5-7$ კი არა და ისევ გაცდებოდა 15$ გამომუშავება თვითონ ეთერეუმი 6000$ რომ გაცდენილიყო 150000$ ბიტკოინის კურსის პერიოდში, თუმცა ეგ ყველაფერი ჯერ-ჯერობით მარჩიელობაა, რომ ავიდეს მართლა ბიტკოინი 150000$+ თუნდაც მაინინგში შეიძლება მაინც აღარ გაიმეტონ მაგხელა თანხები, მაგრამ ხშირათ იცის პატარა კოინებზე ძალზე დიდი ვირუჩკის დადება ბიტკოინის ძლიერი დაპამპვის პერიოდში,ბონუსებიც სტანდარტული მოვლენაა და პერიოდული 20-30%+ სპაიკები ვირუჩკის, ისე კი ეთერეუმი რომ არ გასულიყო მაინინგიდან დიდი ალბათობით ეხლაც დარჩებოდა სულ მცირე 4-5$ ჩემ ძველ 5 კარტიან რიგზეც კი 4x1080+1080tI, ეგ ისე გრუბი პატჩიოტებიც ვიძახი, ზუსტათ რაზე იდგებოდა ეხლა ვირუჩკა არავინ არ იცის ეთერეუმი რომ არ გასულიყო ბაზრიდან

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.