Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-მა გამოუშვა NUC 13 Pro Vivid Canyon Mini PC - ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი Arena Canyon-ის ოდნავ გაუმჯობესებული ვერსია. Enterprise კლასის მოდელები გამოირჩევა ახალი ლითონის კორპუსით და გაუმჯობესებული სავენტილაციო სისტემით, რომლის ხმაური 32 დეციბელს არ აღემატება.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: expreview.com 

კომპიუტერებს საფუძვლად უდევს მე-13 თაობის Intel Core პროცესორები: Core i5-1340P და i7-1360P. ორივეს აქვს ოთხი მაღალი წარმადობის და რვა ენერგოეფექტური ბირთვი, აგრეთვე ინტეგირებული გრაფიკა Intel Xe G7, რომელიც უმეტესობა ბიზნეს-ამოცანებისთვის საკმარისია. მინი კომპიუტერს აქვს DDR4-3200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების და სრული ზომის M.2 2280 PCIe 4.0 SSD-ის მხარდაჭერა - შედარებისთვის, AMD ამგვარი გადაწვეტილებებისთვის უკვე გვთავაზობს DDR5-ის მხარდაჭერას, Intel-ი კი დამწევის პოზიციაშია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: newegg.com 

კომპიუტერის ზომაა სულ რაღაც 11.7 × 11.2 × 37 მმ - სისტემისთვის საჭიროა 120 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. კომპიუტერზე მოცემულია ორი HDMI, ორი USB Type-C პორტი Thunderbolt 4-ით, შესაბამისად შესაძლებელია გამოსახულების ოთხ დისპლეიზე გამოტანა. კომპიუტერები წარმოდგენილია ოპერატიული მეხსიერებისა და მყარი დისკის გარეშე. უმცროს მოდელს აქვს Intel Core i5-1340P ჩიპი და მაღაზია Newegg-ზე 499 აშშ დოლარად იყიდება, Intel Core i7-1360P ჩიპის მქონე უფროსი მოდელი კი ხელმისაწვდომია ჩინეთის ბაზარზე 825 აშშ დოლარად. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.