Magdalena Posted July 4, 2023 Posted July 4, 2023 Intel-მა გამოუშვა NUC 13 Pro Vivid Canyon Mini PC - ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი Arena Canyon-ის ოდნავ გაუმჯობესებული ვერსია. Enterprise კლასის მოდელები გამოირჩევა ახალი ლითონის კორპუსით და გაუმჯობესებული სავენტილაციო სისტემით, რომლის ხმაური 32 დეციბელს არ აღემატება. ფოტოს წყარო: expreview.com კომპიუტერებს საფუძვლად უდევს მე-13 თაობის Intel Core პროცესორები: Core i5-1340P და i7-1360P. ორივეს აქვს ოთხი მაღალი წარმადობის და რვა ენერგოეფექტური ბირთვი, აგრეთვე ინტეგირებული გრაფიკა Intel Xe G7, რომელიც უმეტესობა ბიზნეს-ამოცანებისთვის საკმარისია. მინი კომპიუტერს აქვს DDR4-3200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების და სრული ზომის M.2 2280 PCIe 4.0 SSD-ის მხარდაჭერა - შედარებისთვის, AMD ამგვარი გადაწვეტილებებისთვის უკვე გვთავაზობს DDR5-ის მხარდაჭერას, Intel-ი კი დამწევის პოზიციაშია. ფოტოს წყარო: newegg.com კომპიუტერის ზომაა სულ რაღაც 11.7 × 11.2 × 37 მმ - სისტემისთვის საჭიროა 120 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. კომპიუტერზე მოცემულია ორი HDMI, ორი USB Type-C პორტი Thunderbolt 4-ით, შესაბამისად შესაძლებელია გამოსახულების ოთხ დისპლეიზე გამოტანა. კომპიუტერები წარმოდგენილია ოპერატიული მეხსიერებისა და მყარი დისკის გარეშე. უმცროს მოდელს აქვს Intel Core i5-1340P ჩიპი და მაღაზია Newegg-ზე 499 აშშ დოლარად იყიდება, Intel Core i7-1360P ჩიპის მქონე უფროსი მოდელი კი ხელმისაწვდომია ჩინეთის ბაზარზე 825 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/ywbddtu9 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.