Jump to content

Recommended Posts

Posted

რესურს  TechRadar-ის ინფორმაციით ევროპულმა საცალო მოვაჭრეებმა დაიწყეს შეკვეთების მიღება x86 არქიტექტურის მსოფლიოში უმძლავრეს პროცესორზე - ეს არის Bergamo თაობის ჩიპი AMD EPYC 9754, რომლის ოფიციალური წარდგენა ორი კვირის წინ შედგა. 

ჩიპს აქვს 128 გამომთვლელი ბირთვი ინსტრუქციის ერთდროულად 256 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.25 გჰც-ს, მაქსიმალური სიხშირე ტურბო-რეჟიმში - 3.1 გჰც-ს. შესაძლებელია 6 ტბ-მდე DDR5 ოპერატიული მეხსიერების გამოყენება. მხარდაჭერილია PCIe 5.0, TDP-ის დონე 360 ვატს შეადგენს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

ცნობილია, რომ საცალო მოვაჭრეებმა ნიდერლანდებში, ფინეთში, პოლონეთში, შვედეთში, დანიაში, ბელგიასა და საფრანგეთში დაიწყეს შეკვეთების მიღება EPYC 9754 პროცესორზე კოდით 100-000001234. საუბარია OEM ვერსიაზე, რომელიც განკუთვნილია დიდი რაოდენობით გადაზიდვებისთვის. ჩიპის ფასი 9500-დან 11200 აშშ დოლარამდე მერყეობს. თუმცა, ონლაინ გამყიდველების უმეტესობას ამჟამად ჩიპზე მითითებული აქვთ, რომ „ამოწურულია მარაგიდან“.  

ინტერნეტში ასევე გამოჩნდა ტესტის შედეგები, რომლებიც ადასტურებს EPYC 9754-ის უმაღლეს წარმადობას. მაგალითად, V-Ray 5 ბენჩმარკი თანახმად ერთი ასეთი პროცესორი უფრო სწრაფია, ვიდრე ორი Intel Xeon Platinum 8490H (Sapphire Rapids) ჩიპი 60 ბირთვით. ხოლო SPEC CPU 2017 ტესტში სისტემამ ორი EPYC 9754 პროცესორით უკეთესი შედეგი დააფიქსირა ოთხპროცესორიან სერვერს Xeon Platinum 8490H-თან შედარებით დაბალი ენერგომოხმარების პირობებში. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.