Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ევროპარლამენტარები შეთანხმდნენ გარდამავალ პრუდენციალურ რეჟიმზე, რათა დაიცვან ფინანსური სისტემა „არაუზრუნველყოფილი კრიპტოვალუტებისგან“ და შეამცირონ რისკი ბანკებისთვის, რომლებიც ასეთ აქტივებს ფლობენ. 

კაპიტალის მიმართ დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში ბანკებს მოეთხოვებათ „გაამჟღავნონ ინფორმაცია კრიპტოაქტივებთან მათი ურთიერთქმედების შესახებ“. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ. 

ახალი წესები იმოქმედებს ევროკომისიის მიერ კონკრეტული საკანონმდებლო წინადადების და შემდგომ სტანდარტ Basel III-თან მის შესაბამისობამდე, რომლის განხორციელებაც 2025 წლის 1 იანვრისთვის იგეგმება.  

მოქმედი წინასწარი შეთანხმება ეკონომიკურ და სავალუტო საკითხთა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭოს წევრი ქვეყნების პლენარულ სხდომაზე განიხილება. 

„მიზანია აღმოიფხვრას რისკები იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ურთიერთქმედებენ ისეთ კრიპტოაქტივებთან, რომლებიც საკმარისად არ არის მოცული არსებული პრუდენციული სისტემით“, - აცხადებენ ევროპარლამენტში. 

შეგახსენებთ, რომ იანვარში ევროპარლამენტის კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის კრიპტოვალუტების მფლობელი ბანკებიდან კაპიტალის მიწოდების მკაცრ ნორმებს. ცვლილება ითვალისწინებს კრიპტო აქტივებთან მიმართებაში რისკის შეწონილი ფაქტორის 1250%-ის გამოყენებას 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.