Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ განაცხადა არქიტექტურა Ada Lovelace-ის მემკვიდრის წარდგენის შესახებ, აცხადებს გამომცემლობა HardwareLuxx. ამჟამად მისი სახელწოდებაა „Ada Lovelace Next“. ახალი არქიტექტურისა და მასზე დამყარებული ვიდეო ბარათების ანონსი მოსალოდნელია 2025 წელს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

აღსანიშნავია, რომ NVIDIA-მ გეიმინგ-არქიტექტურის მომდევნო თაობის დაანონსება გადაწყვიტა არა 2024 წელს, არამედ ერთი წლით გვიან. როგორც წესი, კომპანია იცავს გეიმინგ-არქიტექტურის ორწლიან სასიცოცხლო ციკლს, თუმცა ამჯერად GPU-ს მწარმოებელმა გადაწყვიტა ცოტა კიდევ გადადო ახალ თაობაზე გადასვლა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: HardwareLuxx 

თუ NVIDIA ნამდვილად აპირებს მიჰყვეს ზემოთ მოცემულ სამოქმედო გეგმას, სავსებით მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ან მომავალ წელს წარადგინოს განახლებული არქიტექტურა Ada Lovelace, აგრეთვე მასზე დამყარებული GeForce RTX 40-სერიის ვიეო ბარათების განახლებული მოდელები. მეორე მხრივ, არაფერია ცნობილი Super-მოდელების ანონსის ალბათობის შესახებ, თუნდაც არაოფიციალურად. გარდა ამისა, NVIDIA-ს უკვე აქვს რამდენიმე Ti-მოდელი გეიმინგ გრაფიკული ბარათების დიაპაზონში, რომლებიც თავისთავად უფრო მძლავრი ვერსიებია. ხოლო GeForce RTX 4090 Ti-ს გამოშვებას უბრალოდ აზრი არ აქვს, რადგან სტანდარტულ ვერსიასაც კი არ გააჩნია პირდაპირი კონკურენტი. 

NVIDIA-ს სამომავლო რუკაზე ასევე ნახსენებია Hopper Next და Grace Next არქიტექტურები. მათ საფუძველზე მოხდება მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილი ახალი თაობის გამოთვლების ამაჩქარებლების წარმოება. Hopper Next-ის შესახებ ცნობილი გახდა ინსაიდერ Blackwell-ისგან. მისი ანონსი შედგენა 2024 წელს. Grace Next კი მოსალოდნელია 2025-ში. 

 

Posted
39 minutes ago, Magdalena said:

ხოლო GeForce RTX 4090 Ti-ს გამოშვებას უბრალოდ აზრი არ აქვს

არაფერი არ ღირს ენვიდიასთვის ამ მოდელის გამოშვება და ჩემი აზრით გამოუშვებენ კიდევაც. 

დაადებენ 2200$-ს და გაეყიდებათ ერთი 1000 ცალი, მე რომ მქონდეს მაგის ფული მეც ვიყიდიდი :D

 

4090 ახლა ისეთი კარტა ჩანს ჩემთვის, როგორც 1080Ti თავის დროზე

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.