Jump to content

Meta გაამარტივებს ბავშვებზე თვალყურის დევნებას: მშობლები შეძლებენ ნახონ, რა დროს ატარებენ ბავშვები Instagram-სა და Facebook-ზე და ვის ეკონტაქტებიან


Recommended Posts

Posted

Meta გამოუშვებს მშობელთა კონტროლის ახალ პაკეტს Instagram-ისა და Facebook Messenger-ისთვის. ახალი ინსტრუმენტები მშობლებს შესაძლებლობას მისცემს დაინახონ, რამდენ დროს ატარებს მათი შვილი სოციალურ მედიაში, ასევე მიიღონ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად იცნობენ ბავშვები თავიანთ გამომწერებს და მათ, ვისაც ისინი ყავს გამოწერილი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Meta 

Meta აცხადებს, რომ მშობლებსა და მეურვეებს შეეძლებათ შეამოწმონ შვილის მესენჯერის კონტაქტების სია და მისი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პარამეტრები Meta Family Center-ში. მშობლები ასევე მიიღებენ შეტყობინებას, თუ მათი შვილი შეატყობინებს ვინმეს აპლიკაციაში (თუ ეს პარამეტრი ჩართულია) დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის აქვს და ვის არა შეტყობინებების გაგზავნის უფლება. 

image.jpeg 

მშობლები Instagram-ზეც მიიღებენ მსგავს განახლებას. ახალი მეთოდი შესაძლებელს ხდის ნახონ რამდენი საერთო მეგობარი ყავს ბავშვს მათთან, ვინც გამოწერილი ყავს, აგრეთვე მათთან, ვისაც ბავშვი ჰყავს გამოწერილი. ეს მშობლებს ხელს შეუწყობს თვალი ადევნონ ბავშვის კონტაქტს უცხო პირებთან.  

image.jpeg 

ამ ფუნქციების გარდა Meta ტესტავს Instagram-ის შეტყობინებების სისტემის უსაფრთხოების ახალ ფუნქციას. თუ მომხმარებელს სურს გაუგზავნოს შეტყობინება ვინმეს, რომელიც არ ჰყავს გამოწერილი, მოუწევს დაკავშირების ნებართვის მოთხოვნა. Meta ასევე ტესტავს ახალ Instagram-შეტყობინებას, რომელიც მოუწოდებს მოზარდებს დახურონ აპლიკაცია ღამით Reel-ების ყურებისას. 

შეშფოთება სოციალური ქსელების, როგორებიცაა Facebook და Instagram, შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების შესახებ მოზარდ მომხმარებლებზე იზრდება და Meta აძლიერებს მშობელთა კონტროლს და უსაფრთხოების ფუნქციებს აპლიკაციების მთლიან ეკოსისტემაში. აღსანიშნავია „ჩუმი რეჟიმი“ Instagram-ზე, შეტყობინებები, რომლებიც ბავშვების ყურადღებას გადაიტანს კონტენტის უწყვეტი ყურებისგან და ფუნქციები, რომლებიც ხელს უშლის უცხო უფროსების წვდომას არასრულწლოვანთა პირად შეტყობინებებზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.