Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Tesla-მ განაცხადა, რომ პროგრესი აქვს სპეციალურ სუპერკომპიუტერულ პლატფორმა Tesla Dojo-ს შექმნაში, რომელიც თავად მანქანათმშენებელი კომპანიის წარმოებულ ჩიპებზე იქნება აგებული. სუპერკომპიუტერის წარმოება დაიწყება მიმდინარე წლის ივლისში და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს Dojo შევა მსოფლიოს მოწინაე გამომთვლელი სისტემების ხუთეულში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

საკუთარი სუპერკომპიუტერის შექმნა Tesla-სთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე NVIDIA-ს A100 და H100 ამაჩქარებლები დომინირებენ ხელოვნური ინტელექტის სივრცეში, Tesla-ს საკუთარი წარმოების სწავლებისა და ლოგიკური ჩიპები მნიშვნელოვნად შეამცირებს ასეთი ნახევრადგამტარი კომპონენტების ტრადიციულ მწარმოებლებზე კომპანიის დამოკიდებულებას. 

სუპერკომპიუტერ Dojo-ს შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მანქანური სწავლებისთვისაა განკუთვნილი, დაიწყო AI Day 2021-ზე. Dojo დამყარებულია უშუალოდ Tesla-ს ჩიპებსა და ინფრასტრუქტურაზე, ნეიროქსელის სწავლებისთვი კი Tesla-ს ელექტრომობილებიდან მიღებული ვიდეომონაცემები გამოიყენება. Tesla-ს მანქანური ხედვის განვითარებას ავტონომიური მართვის ტექნოლოგიისთვის მნიშვნელობა აქვს. სამომავლო სუპერკომპიუტერის გამოთვლითი ძალა ასევე გამოყენებული იქნება ადამიანისმაგვარ რობოტ Tesla Optimus-ის პროექტის შემდგომი განვითარებისთვის. 

Tesla Dojo-ს არქიტექტურაში გამოყენებულია „სისტემა ფირფიტაზე“ (System-On-Wafer), ე.ი. ჩიპი წარმოადგენს მთლიანი სილიკონის ფირფიტას (Tesla-ს ტერმინოლოგიით ეწოდება Training Tile), თითოეულ ასეთ ფირფიტაზე მოცემულია 25 ამაჩქარებელი D1 და 40 input/output მოდული. ფირფიტაზე ასევე განთავსებულია კვების და გაგრილების ქვესისტემები. Tesla-ს წრმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ერთ ასეთ ფირფიტას შეუძლია გრაფიკული პროცესორების ექვსი ბლოკის ჩანაცვლება და თანაც უფრო იაფი ჯდება. 

image.jpeg 

მიუხედავად იმისა, რომ Dojo-მ საბოლოო ფორმა შესაძლოა 2024 წლამდე ვერ მიიღოს, ილონ მასკი კმაყოფილია ხელოვნური ინტელექტის საკუთარი გუნდის მუშაობით და აცხადებს, რომ Tesla-ს მიღწევები ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ასევე როგორც პროგრამულ, ისე აპარატულ უზრუნველყოფაში ცდება კიდეც ზოგიერთი ექსპერტის მიერ გააზრებულის ფარგლებს. 

პროგრამული უზრუნველყოფა ავტონომიური მართვისთვის უმნიშვნელოვანესია და Tesla უკვე იყენებს NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორებით აღჭურვილ დიდ სუპერკომპიუტერს ავტონომიური მართვის სისტემა FSD-ის მონაცემების დამუშავებისთვის. ეს კომპიუტერი მსოფლიოში ერთ-ერთ უმძლავრეს სუპერკომპიუტერულ კლასტერს წარმოადგენს. 

image.jpeg 

Tesla-ს მთავარმა ინჟინერმა ტიმ ზამანმა (Tim Zaman) განაცხადა, რომ Tesla-ს გამოთვლითი კლასტერი ამჟამად დატვირთულია 99.7%-ით, ხოლო მანქანური დროის 84% იხარჯება მაღალი პრიორიტეტის მქონე ამოცანებზე. კომპანიას ძალიან სჭირდება დამატებითი გამოთვლითი რესურსები და სუპერკომპიუტერ Dojo-ს შეუძლია მკვეთრად გააუმჯობესოს სიტუაცია. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.