Magdalena Posted June 29, 2023 Posted June 29, 2023 კომპანია Tesla-მ განაცხადა, რომ პროგრესი აქვს სპეციალურ სუპერკომპიუტერულ პლატფორმა Tesla Dojo-ს შექმნაში, რომელიც თავად მანქანათმშენებელი კომპანიის წარმოებულ ჩიპებზე იქნება აგებული. სუპერკომპიუტერის წარმოება დაიწყება მიმდინარე წლის ივლისში და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს Dojo შევა მსოფლიოს მოწინავე გამომთვლელი სისტემების ხუთეულში. ფოტოს წყარო: Tesla საკუთარი სუპერკომპიუტერის შექმნა Tesla-სთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე NVIDIA-ს A100 და H100 ამაჩქარებლები დომინირებენ ხელოვნური ინტელექტის სივრცეში, Tesla-ს საკუთარი წარმოების სწავლებისა და ლოგიკური ჩიპები მნიშვნელოვნად შეამცირებს ასეთი ნახევრადგამტარი კომპონენტების ტრადიციულ მწარმოებლებზე კომპანიის დამოკიდებულებას. სუპერკომპიუტერ Dojo-ს შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მანქანური სწავლებისთვისაა განკუთვნილი, დაიწყო AI Day 2021-ზე. Dojo დამყარებულია უშუალოდ Tesla-ს ჩიპებსა და ინფრასტრუქტურაზე, ნეიროქსელის სწავლებისთვი კი Tesla-ს ელექტრომობილებიდან მიღებული ვიდეომონაცემები გამოიყენება. Tesla-ს მანქანური ხედვის განვითარებას ავტონომიური მართვის ტექნოლოგიისთვის მნიშვნელობა აქვს. სამომავლო სუპერკომპიუტერის გამოთვლითი ძალა ასევე გამოყენებული იქნება ადამიანისმაგვარ რობოტ Tesla Optimus-ის პროექტის შემდგომი განვითარებისთვის. Tesla Dojo-ს არქიტექტურაში გამოყენებულია „სისტემა ფირფიტაზე“ (System-On-Wafer), ე.ი. ჩიპი წარმოადგენს მთლიანი სილიკონის ფირფიტას (Tesla-ს ტერმინოლოგიით ეწოდება Training Tile), თითოეულ ასეთ ფირფიტაზე მოცემულია 25 ამაჩქარებელი D1 და 40 input/output მოდული. ფირფიტაზე ასევე განთავსებულია კვების და გაგრილების ქვესისტემები. Tesla-ს წრმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ერთ ასეთ ფირფიტას შეუძლია გრაფიკული პროცესორების ექვსი ბლოკის ჩანაცვლება და თანაც უფრო იაფი ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ Dojo-მ საბოლოო ფორმა შესაძლოა 2024 წლამდე ვერ მიიღოს, ილონ მასკი კმაყოფილია ხელოვნური ინტელექტის საკუთარი გუნდის მუშაობით და აცხადებს, რომ Tesla-ს მიღწევები ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ასევე როგორც პროგრამულ, ისე აპარატულ უზრუნველყოფაში ცდება კიდეც ზოგიერთი ექსპერტის მიერ გააზრებულის ფარგლებს. პროგრამული უზრუნველყოფა ავტონომიური მართვისთვის უმნიშვნელოვანესია და Tesla უკვე იყენებს NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორებით აღჭურვილ დიდ სუპერკომპიუტერს ავტონომიური მართვის სისტემა FSD-ის მონაცემების დამუშავებისთვის. ეს კომპიუტერი მსოფლიოში ერთ-ერთ უმძლავრეს სუპერკომპიუტერულ კლასტერს წარმოადგენს. Tesla-ს მთავარმა ინჟინერმა ტიმ ზამანმა (Tim Zaman) განაცხადა, რომ Tesla-ს გამოთვლითი კლასტერი ამჟამად დატვირთულია 99.7%-ით, ხოლო მანქანური დროის 84% იხარჯება მაღალი პრიორიტეტის მქონე ამოცანებზე. კომპანიას ძალიან სჭირდება დამატებითი გამოთვლითი რესურსები და სუპერკომპიუტერ Dojo-ს შეუძლია მკვეთრად გააუმჯობესოს სიტუაცია. https://tinyurl.com/2s3fpzr6 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.