Jump to content

Recommended Posts

Posted

2016 წელს კომპანია Google-ის შვილობილ კომპანია DeepMind AI-დეველოპერებმა შექმნეს ალგორითმი AlphaGo, რომელიც ისტორიაში შევიდა სამაგიდო თამაშ გოს ჩემპიონის დამარცხებით. ამჯერად კი DeepMind-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Demis Hassabis-მა განაცხადა, რომ იქმნება ნეიროქსელი, რომელიც ბევრად სრულყოფილი იქნება კომპანია Open AI-ს პოპულარულ ჩატ-ბოტ ChatGPT-ის ალგორითმთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Placidplace/pixabay.com 

ნეიროქსელი Gemini - ეს არის დიდი ენის მოდელი, რომელიც მოდელ GPT-4-ის საფუძვლად არსებულის მსგავსია. DeepMind-ის დეველოპერები გეგმავენ გააერთიანონ ნეიროქსელის შესაძლებლობები იმ ტექნოლოგიებთან, რომლებიც გამოიყენეს AlphaGo-ში, რათა გააფართოვონ ალგორითმის შესაძლებლობები. „დასაშვებია ფიქრი, რომ Gemini გააერთიანებს სისტემების ისეთ ძლიერ მხარეებს, როგორიცაა AlphaGo და დიდი ენობრივი მოდელების გასაოცარ შესაძლებლობებ. ასევე გვაქვს რამდენიმე ინოვაცია, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება“, - აცხადებს Demis Hassabis. 

ნეიროქსელ Gemini-ს შემუშავების შესახებ გასულ თვეში გახდა ცნობილი. AlphaGo-ს რაც შეეხება, ეს ალგორითმი განსწავლულ იქნა რთული ამოცანების გადასაჭრელად ისე, რომ მოითხოვდა ალგორითმის გარკვეულ მოქმედებას. გარდა ამისა, სათამაშო დაფაზე რთული სვლების შესწავლისა და პროგნოზირებისთვის გამოიყენებოდა ალგორითმი, სახელწოდებით „ხისმაგვარი ძიება“.  

Hassabis-ის თქმით ალგორითმი Gemini ჯერ კიდევ შემუშავების ეტაპზეა, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება, ხოლო მისი რეალიზაციისთვის შესაძლოა საჭირო იყოს ათწლეულები და ასობით მილიონი დოლარი. არსებული მონაცემებით GPT-4-ის შემუშავება 100 მლნ აშშ დოლარზე მეტი დაჯდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.