Magdalena Posted June 29, 2023 Posted June 29, 2023 2016 წელს კომპანია Google-ის შვილობილ კომპანია DeepMind AI-ის დეველოპერებმა შექმნეს ალგორითმი AlphaGo, რომელიც ისტორიაში შევიდა სამაგიდო თამაშ გოს ჩემპიონის დამარცხებით. ამჯერად კი DeepMind-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Demis Hassabis-მა განაცხადა, რომ იქმნება ნეიროქსელი, რომელიც ბევრად სრულყოფილი იქნება კომპანია Open AI-ს პოპულარულ ჩატ-ბოტ ChatGPT-ის ალგორითმთან შედარებით. ფოტოს წყარო: Placidplace/pixabay.com ნეიროქსელი Gemini - ეს არის დიდი ენის მოდელი, რომელიც მოდელ GPT-4-ის საფუძვლად არსებულის მსგავსია. DeepMind-ის დეველოპერები გეგმავენ გააერთიანონ ნეიროქსელის შესაძლებლობები იმ ტექნოლოგიებთან, რომლებიც გამოიყენეს AlphaGo-ში, რათა გააფართოვონ ალგორითმის შესაძლებლობები. „დასაშვებია ფიქრი, რომ Gemini გააერთიანებს სისტემების ისეთ ძლიერ მხარეებს, როგორიცაა AlphaGo და დიდი ენობრივი მოდელების გასაოცარი შესაძლებლობები. ასევე გვაქვს რამდენიმე ინოვაცია, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება“, - აცხადებს Demis Hassabis. ნეიროქსელ Gemini-ს შემუშავების შესახებ გასულ თვეში გახდა ცნობილი. AlphaGo-ს რაც შეეხება, ეს ალგორითმი განსწავლულ იქნა რთული ამოცანების გადასაჭრელად ისე, რომ მოითხოვდა ალგორითმის გარკვეულ მოქმედებას. გარდა ამისა, სათამაშო დაფაზე რთული სვლების შესწავლისა და პროგნოზირებისთვის გამოიყენებოდა ალგორითმი, სახელწოდებით „ხისმაგვარი ძიება“. Hassabis-ის თქმით ალგორითმი Gemini ჯერ კიდევ შემუშავების ეტაპზეა, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება, ხოლო მისი რეალიზაციისთვის შესაძლოა საჭირო იყოს ათწლეულები და ასობით მილიონი დოლარი. არსებული მონაცემებით GPT-4-ის შემუშავება 100 მლნ აშშ დოლარზე მეტი დაჯდა. https://tinyurl.com/3hzntyat Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.