Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-მა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ შეწყვეტს Arc A770 Limited Edition დესკტოპ გრაფიკული ბარათის მიწოდებას 16 გბ მეხსიერებით. ეს ეხება მხოლოდ ამ გრაფიკული ამაჩქარებლის ეტალონურ ვერსიას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანიის პარტნიორებს კვლავ შეეძლებათ Intel Arc A770-ის თავიანთი ვერსიების დამზადება და მიწოდება 16 გბ მეხსიერებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Intel-თან ერთად 16 გბ მეხსიერების მქონე Arc A770 მოდელს აწარმოებს მხოლოდ ორი კომპანია: Acer უშვებს Arc A770 Predator BiFrost-ს, ხოლო Gunnir უშვებს შავ და თეთრ Arc A770 Photon ვიდეო ბარათს. 

image.png 

ფოტოს წყარო: Intel 

Intel-მა პარტნიორებ Arc A770 Limited Edition 16 გბ-ის მიწოდების შეწყვეტის შესახებ შეატყობინა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება უკვე ძალაში იყო შესული - 20 ივნისიდან მიწოდება შეწყვეტილია. ეს ძალზე უჩვეულოა, რადგან Intel, როგორც წესი, თავისი პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების დასრულების შესახებ აცხადებს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე რამდენიმე თვით ადრე. 

image.jpeg 

ღსანიშნავია, რომ მიწოდების შეწყვეტის გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ეტალონურ Arc A770 მოდელებს და არა - ეტალონურ Arc A750 Limited Edition ვერსიას, რომელიც კვლავ რჩება ბაზარზე აქტუალური თაობის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ვიდეო ბარათად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.