Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კრიპტოვალუტების აკრძალვა შესაძლოა არ იყოს საუკეთესო გზა მათთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. ეს დასკვნა სსფ-ის სპეციალისტებმა გააკეთეს. 

2023 წლის თებერვალში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ არ გამორიცხა ციფრული აქტივების აკრძალვა, როდესაც ფინანსური სტაბილურობის უფრო მაღალი რისკები გამოჩნდა. მისი თქმით კრიპტოვალუტების რეგულირება უფრო მისაღები ვარიანტი იყო. 

ბოლო ნაშრომში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსები რეკომენდაციას უწევენ ქვეყნებს - ფოკუსირება მოახდინონ აქტივების ამ კლასზე მოთხოვნის გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრაზე, ასევე ციფრული გადახდის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. 

ასევე ექსპერტების შემოტავაზებაა გამჭვირვალობის გაზრდა ეროვნულ სტატისტიკაში კრიპტო ტრანზაქციების ჩართვის გზით. 

ექსპერტების თქმით ციფრული აქტივების აკრძალვა შესაძლოა „გრძელვადიან პერსპექტივაში არაეფექტური იყოს“, რაც ხელს შეუშლის ქვეყნებს მათთან დაკავშირებული სარგებლის მიღებაში. 

"სწორი დიზაინის პირობებში CBDC-ებს შეუძლიათ გააუმჯობესონ გადახდის სისტემების გამოყენებადობა, გამძლეობა და ეფექტურობა და გაზარდონ ფინანსურ სერვისებზე წვდომა", - ნათქვამია სტატიაში. 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუშაობს ეროვნულ ციფრულ ვალუტებთან ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციების პლატფორმაზე. 

მაისში ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში აფრიკის პირველ CBDC-ზე, ნიგერიულ eNaira-ზე. დაწესებულებამ დადებითად შეაფასა ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.