Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Zotac-მა წარადგინა ფლამანური ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090 PGF OC. ბარათს აქვს სრულიად ახალი გაგრილების სისტემა, რომელიც მოგვაგონებს ამავე კომპანიის GeForce RTX 4090 AMP Extreme Airo-ს გამაგრილებლის ვერსიას, თუმცა აქვს განსხვავებული განლაგება და განათება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: JD.com / Zotac 

GeForce RTX 4090 PGF OC ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარათია ბაზარზე წარმოდგენილ GeForce RTX 4090-ის ვერსიებს შორის. მისი სიგრძეა 381 მმ, სიგანე - 74 მმ, სიმაღლე - 154 მმ. ვიდეო ბარათი მასიურ Gigabyte GeForce RTX 4090 AORUS Master-ზე დიდია, ასევე AMP Extreme Airo-ზე 2.5 სანტიმეტრით.  

image.jpeg 

image.jpeg 

Zotac GeForce RTX 4090 PGF OC-ის გაგრილების სისტემაში შედის სამი დიდი, 110-მილიმეტიანი ქულერი, აგრეთვე დიდი რადიატორი და აორთქლების ბლოკი. 

image.jpeg 

ვიდეო ბარათს აქვს გაძლიერებული 28-ფაზიანი VRM კვების ქვესისტემა 24+4 სქემით, ასევე ერთი 12+4-პინიანი 12VHPWR კვების კონექტორი. ბარათის მაქსიმალური ენერგომოხმარების მაჩვენებელი 525 ვატია. 

image.jpeg 

image.jpeg 

ვიდეო ბარათი წარმოდგენილია გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარებით. მხარდაჭერილია BIOS-ის ორმაგი სისტემა, აჩქარების რეჟიმში GPU-ის სიხშირე 2652 მჰც-ია. BIOS-ის ჩუმ რეჟიმში გრაფიკული ჩიპი მუშაობს 2580 მჰც-მდე სიხშირეზე. ამრიგად, PGF მოდელის GPU-ის ქარხნული აჩქარება 45 მჰც-ით მეტია AMP Extreme Airo-სთან შედარებით (2580 მჰც). 

image.jpeg 

image.jpeg 

Zotac GeForce RTX 4090 PGF OC გამოშვებულია მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის და უკვე იყიდება ონლაინ-პლატფორმა JD.com-ზე დაახლოებით 2500 აშშ დოლარად. 

  • Thanks 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.