Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ინვესტორების შეკრებაზე კომპანია Intel-მა წარადგინა განახლებული ტექნოლოგიური გეგმა, რათა მომხმარებლებისთვის სამომავლო პროდუქტები ეჩვენებინა. დაანონსდა კომპანიის ერთ-ერთი პირველი დისკრეტული გრაფიკული ბარათი, სახელწოდებით Arctic Sound-M GPU, რომელიც მონაცემთა დამუშავებაზეა ორიენტირებული. Arctic Sound-M დამყარებულია გრაფიკულ პროცესორ Intel Xe DG2 Xe-HPG-ის ვარიანტზე და წარმოადგენს კომპანიის პირველ დიზაინს, რომელიც მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვისაა განკუთვნილი. გრაფიკულ პროცესორ DG2-ს აქვს 512 ბლოკი (EU), რომლებიც პასიურად გრილდებიან ერთსლოტიან რადიატორ Arctic Sound-ის ხარჯზე. იგი შემუშავებულია მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი, გარე საჰაერო გაგრილების მქონე კორპუსებისთვის.  

image.jpeg 

image.jpeg 

Intel-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა კოდირების აპარატულ სტანდარტ AV1-ის მხარდაჭერა. ეს ფუნქცია ვიდეო დაფას სიჩქარის 30%-ით გაზრდის საშუალებას აძლევს და წარმოადგენს იმ მთავარ უპირატესობას, რომელიც ორიენტირებულია Arc Alchemistრაფიკული პროცესორების მომხმარებლებზე. ვიდეო დაფას აქვს 8-პინიანი EPS კვების კონექტორი და PCIe კონექტორი. 

image.jpeg 

თიზერ-ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=1QG8dsP5Gq8&feature=emb_title 

  • 1 year later...
Posted

გასული წლის ზაფხულში კომპანია Intel-მა წარადგინა არქიტექტურა Arc Alchemist-ზე დამყარებული პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების სერია Arc Pro A. იმ დროს კომპანიამ დააანონსა ამაჩქარებლის ორი მოდელი - Intel Arc Pro A40 და Intel Arc Pro A50 დესკტოპ და მობილურ ვაიანტებში. ამჟამად კი კომპანიამ წარადგინა უფრო მაღალი წარმადობის მოდელი Arc Pro A60, ასევე მისი მობილური ვერსია Arc Pro A60M. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

ხალ ვიდეო ბარათს საფუძვლად უდევს ACM-G12 გრაფიკული პროცესორი 16 Xe ბირთვით (256 შეიდერ-ბლოკი 32-ბიტიანი ოპერაციებისთვის). გარდა ამისა, ჩიპის შემადგენლობაში მოცემულია 16 ბლოკი რეითრეისინგის აჩქარებისთვის. GPU-ის სიხშირეა 1300 მჰც. წინა მოდელებთან შედარებით ახალ Arc Pro A60-ს აქვს მეხსიერების ორჯერ მეტი სიჩქარე - 384 გბ/წმ. Arc Pro A60 მოდელის GDDR6 მეხსიერების მოცულობაა 12 გბ, რაც ასევე ორჯერ მეტია უმცროს Arc Pro A40 და Arc Pro A50 მოდელებთან შედარებით. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარების მაჩვენებელი 130 ვატს შეადგენს. 

image.jpeg 

დესკტოპ ვერსიას აქვს გაგრილების სისტემა რადიალური ქულერი და ოთხი DisplayPort კონექტორით, ვიდეო ბარათი გაფართოების ერთ სლოტს იკავებს. 

image.jpeg 

აპლიკაციების ჩამონათვალი, რომლებშიც Arc Pro A60-ის შესაძლებლობები გამოდგება, ასე გამოიყურება: Autodesk 3ds Max, Autodesk AutoCAD, Autodesk Fusion 360, Autodesk Inventor, Autodesk Maya, Bentley MicroStation, Dassault Systèmes SOLIDWORKS, Nemetscheck VectorWorks, PTC Creo, Siemens NX და Siemens Solid Edge. 

image.jpeg 

გერმანულ რესურს HardwareLuxx-ის ინფორმაციით დესკტოპ მოდელი Arc Pro A60 გაყიდვაში უახლოეს კვირებში გამოვა, ბარათის სარეკომენდაციო ფასი 175 აშშ დოლარია. მობილური Arc Pro A60M კი ლეპტოპების შემადგენლობაში უახლოესი თვეების შემადგენლობაში გამოჩნდება. 

  • Power_VANO changed the title to Intel Arc Pro A სერია - სიახლეები

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.