Jump to content

Recommended Posts

Posted

თანამშრომლებთან კორპორატიულ შეხვედრაზე Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანია დაიწყებს ტექსტის, სურათების და ვიდეო გენერატორების ინტეგრირებას თავის წამყვან სოციალურ პლატფორმებზე - Facebook-სა და Instagram-ზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: WordPress 

მიუხედავად იმისა, რომ Meta ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა ხელოვნური ინტელექტის გენერაციული მოდელების შექმნასა და კვლევაში, კომპანიამ არ იჩქარა მათი საკუთარ პროდუქტებში ინტეგრაცია. თანამშრომლებთან შეხვედრაზე ცუკერბერგმა დააანონსა რამდენიმე ტექნოლოგია, რომლებიც შემუშავებისა და შიდა ტესტირების ადრეულ სტადიაზეა. ამ ტექნოლოგიებიდან ბევრი ხელმისაწვდომი გახდება კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების მომხმარებლებისთვის. 

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეცვალონ საკუთარი სურათები და ფოტოები ტექსტური აღწერილობის საფუძველზე და შემდეგ გააზიარონ ისინი Instagram Stories-ზე. კიდევ ერთი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შექმნას ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე ბოტის განსხვავებული პიროვნება და შესაძლებლობები. ისინი შეძლებენ მომხმარებლების დახმარებას ან გართობას. ეს ბოტები ძირითადად გამოყენებული იქნება Facebook Messenger-სა და WhatsApp-ზე. კომპანია ასევე უმასპინძლებს შიდა ჰაკათონს (დეველოპერების ფორუმს) ივლისში, რომელიც გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს მიეძღვნება. 

სანამ Meta ჯერ კიდევ ფიქრობს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პროდუქტებში ჩართვაზე, სხვა ტექნოლოგიური გიგანტები უკვე ინტეგრაციის პროცესში არიან. მაგალითად, Microsoft ამატებს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ასისტენტს Office-ის კომპლექტში, ოპერაციულ სისტემა Windows- და საძიებო სისტემა Bing-ში. Meta-ს უშუალო კონკურენტმა Snapchat-მა გამოუშვა ბოტი Snap, ხოლო სხვა კომპანიებმა, მაგალიად Adobe-მა და Salesforce-მგამოუშვეს ახალი ფუნქციები, რომლებიც გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს მათ პროდუქტებთან აერთიანებს. 

„გასული წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით რამდენიმე მართლაც საოცარი მიღწევის მოწმენი, ეს იყო ხარისხიანი გარღვევა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სფეროში. იგი გვაძლევს შესაძლებლობას, ავიღოთ ეს ტექნოლოგიები და შევიტანოთ ისინი ჩვენს თითოეულ პროდუქტში“, - განცხადა ცუკერბერგმა გამომცემლობა Axios-სთან საუბრისას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.