Jump to content

Recommended Posts

Posted

სინგაპურში დაფუძნებულმა კრიპტო ბირჟა Crypto.com-მა გამოაცხადა, რომ ხურავს აშშ-ს ინსტიტუციურ მომხმარებელთა მომსახურების პროგრამას ამ სერვისებზე მოთხოვნის ნაკლებობის მოტივით. რეალური მიზეზი კი შესაძლოა იყოს ამერიკული მარეგულირებლის საჩივრები პლატფორმების - Binance-ისა და Coinbase-ის წინააღმდეგ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Pete Linforth / pixabay.com 

ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შორის არიან მსხვილი ორგანიზაციები: საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები და ბანკები. „ჩვენ ახლახან მივიღეთ საქმიანი გადაწყვეტილება - შევაჩეროთ Crypto.com-ის აშშ-ის ინსტიტუციური პროგრამა 2023 წლის 21 ივნისს 23:59 საათიდან აშშ-ის ინსტიტუტების მხრიდან არსებული შეზღუდული მოთხოვნის გამო მიმდინარე საბაზრო გარემოში. ინსტიტუციონალურ მომხმარებლებს, რომლებზეც ეს გავლენას მოახდენს, წინასწარ ეცნობებათ გარდამავალი პერიოდის მხარდაჭერის შესახებ“, - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში. 

Crypto.com-მა აღნიშნა, რომ პროგრამის დახურვა გავლენას არ მოახდენს საცალო ვაჭრობის მიმართულებებზე, მათ შორის, აშშ-ს სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიასთან (CFTC) დაკავშირებულ UpDown Options კრიპტო დერივატივების შეთავაზებაზე. პლატფორმის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მომავალში შესაძლოა დააბრუნოს ინსტიტუციური ინვესტორების მომსახურების პროგრამა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რა პირობებში მოხდება ეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.