Magdalena Posted June 12, 2023 Posted June 12, 2023 სინგაპურში დაფუძნებულმა კრიპტო ბირჟა Crypto.com-მა გამოაცხადა, რომ ხურავს აშშ-ის ინსტიტუციურ მომხმარებელთა მომსახურების პროგრამას ამ სერვისებზე მოთხოვნის ნაკლებობის მოტივით. რეალური მიზეზი კი შესაძლოა იყოს ამერიკული მარეგულირებლის საჩივრები პლატფორმების - Binance-ისა და Coinbase-ის წინააღმდეგ. ფოტოს წყარო: Pete Linforth / pixabay.com ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შორის არიან მსხვილი ორგანიზაციები: საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები და ბანკები. „ჩვენ ახლახანს მივიღეთ საქმიანი გადაწყვეტილება - შევაჩეროთ Crypto.com-ის აშშ-ის ინსტიტუციური პროგრამა 2023 წლის 21 ივნისს 23:59 საათიდან აშშ-ის ინსტიტუტების მხრიდან არსებული შეზღუდული მოთხოვნის გამო მიმდინარე საბაზრო გარემოში. ინსტიტუციონალურ მომხმარებლებს, რომლებზეც ეს გავლენას მოახდენს, წინასწარ ეცნობებათ გარდამავალი პერიოდის მხარდაჭერის შესახებ“, - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში. Crypto.com-მა აღნიშნა, რომ პროგრამის დახურვა გავლენას არ მოახდენს საცალო ვაჭრობის მიმართულებებზე, მათ შორის, აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიასთან (CFTC) დაკავშირებულ UpDown Options კრიპტო დერივატივების შეთავაზებაზე. პლატფორმის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მომავალში შესაძლოა დააბრუნოს ინსტიტუციური ინვესტორების მომსახურების პროგრამა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რა პირობებში მოხდება ეს. https://tinyurl.com/4967mupv Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.