Jump to content

Recommended Posts

Posted

სმარტფონებისა და პერსონალური კომპიუტერების კომპონენტებზე მოთხოვნის ვარდნას არ შეუმცირება აჟიოტაჟი ნახევრადგამტარი პროდუქციის საკონტრატო წარმოების ბაზარზე. წლის დასაწყისიდან ტაივანური პრესა აქტიურად განიხილავდა TSMC-ის მომსახურებაზე ფასების ზრდის ალბათობას. ამჟამად მედიის ყურადღება მომავალ წელზეა გადატანილი,  ფასების კორექტირების მასშტაბები იგივე დარჩა - 3-დან 6%-მდე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TSMC 

ინფორმაციას DigiTimes-ზე დაყრდნობით ავრცელებს რესურსი Tom’s Hardware. ტაივანური გამომცემლობის მონაცემებით TSMC დამკვეთებთან ერთად განიხილავს მომავალლის იანვრიდან მის მომსახურებაზე ფასების 3-დან 6%-მდე გაზრდის შესაძლებლობას. ზუსტი ღირებულება დამოკიდებული იქნება შეკვეთების მოცულობაზე და ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ უმსხვილესი მომხმარებლები ხარჯები უფრო ნაკლებად გაიზრდება. 2022 წლის განმავლობაში TSMC-მ ფასები 10-დან 20%-მდე გაზარდა. 

როგორც არაერთხელ აღინიშნა, TSMC-ის ხელში არსებული ჩიპების საკონტრაქტო წარმოების ბიზნესის მაღალი კონცენტრაცია მას საშუალებას აძლევს წარმატებით განახორციელოს მანიპულირება დამკვეთებზე. მეორე მხრივ, ახალი ობიექტების მშენებლობისა და ლითოგრაფიული პროცესის შემდეგი ეტაპების დაუფლების ხარჯები სტაბილურად იზრდება და TSMC უბრალოდ იძლებულია -  ამ ზრდის ნაწილი თავის მომხმარებლებზე გადაიტანოს. Reuters იტყობინება, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში TSMC ელოდება აშშ დოლარში შემოსავლების 10%-ით კლებას. კომპანიის ხელმძღვანელობის აზრით წლის მეორე ნახევარში შემოსავალი პირველ ნახევართან შედარებით უნდა გაიზარდოს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.