Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Apple-მა წარადგინა საკუთარი წარმოების ყველაზე მძლავრი პროცესორი - M2 Ultra. ახალი ჩპი გამოყენებული იქნება განახლებულ მინი პერსონალურ კომპიუტერ Mac Studio-ს შემადგენლობაში, აგრეთვე განახლებულ დესკტოპ კომპიუტერ Mac Pro-ში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

ფორმალურად, M2 Ultra არის ორი M2 Max კრისტალი, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული UltraFusion არქიტექტურის გამოყენებით. ჩიპში გათვალისწინებულია პროცესორთშორისი სალტე სიჩქარით 2.5 ტბ/წმ. Apple ამტკიცებს, რომ ეს არის ყველაზე მძლავრი პროცესორი, რომელიც პერსონალურ კომპიუტერში გამოიყენება. ჩიპი იწარმოება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. პროცესორში მოცემულია 134 მილიარდი ტრანზისტორი, რაც 20 მილიარდით მეტია M1 Ultra-სთან შედარებით. 

M2 Ultra-ს შემადგენლობაში შედის 24 გამომთვლელი ბირთვი (16 მაღალი წარმადობის და 8 ენერგოეფექტური). ახალი პროცესორი ფლობს 20%-ით მაღალ წარმადობას მოდელ M1 Ultra-სთან შედარებით, რომლის შემადგენლობაში მოცემულია 16 მაღალი წარმადობის და 4 ენერგოეფექტური ბირთვი. 

ხალ ჩიპს ასევე აქვს 76-მდე ფიზიკური ბირთვი. M2 Ultra-ს უნიფიცირებული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 192 გბ-ს აღწევს და პროცესორში ჩაშენებულ გრაფიკულ ბირთვს სრულად შეუძლია ამ მოცულობის გამოყენება. მეხსიერების სიჩქარე M1 Ultra-სთან შედარებით 50%-ით გაიზარდა და შეადგენს 800 გბ/წმ-ს. Apple-ის თქმით გრაფიკის წარმადობა გაიზარდა 30%-ით M1 Ultra ჩიპთან შედარებით. შეგახსენებთ, M1 Ultra-ს შემადგენლობაში წარმოდგენილია ინტეგრირებული GPU-ის 64-მდე ბირთვი და 128 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება. ახალ M2 Ultra-ს აქვს 32-ბირთვიანი ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი, რომლის წარმადობა 40%-ითაა გაზრდილი. 

კომპანია აღნიშნავს, რომ 24-ბირთვიანი M2 Ultra 50%-ით უფრო სწრაფად უმკლავდება ვიდეოს დამუშავებას DaVinci Resolve-ში M1 Ultra-სთან შედარებით. Octane-ს მეშვეობით 3D-ეფექტების რენდერინგი M2 Ultra-ს მქონე Mac Studio-თი ხორციელდება სამჯერ უფრო სწრაფად Mac Studio M1 Ultra-სთან შედარებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.