Gurami Chichikoshvili Posted June 8, 2023 Posted June 8, 2023 სალამი ბიჭებო, მოკლედ თქვენი რჩევა მჭირდება ქეისთან დაკავშირებით, რასაც მე გადავხედე და რისი ყიდვაც აქაა შესაძლებელი ესაა https://www.bequiet.com/en/case/1506, მინდა მაქსიმალურად ჩუმი იყოს და თქვენ რომელს მირჩევთ? ეს ქეისი მართლა ჩუმია თუ რეკლამაა მხოლოდ? ნუ ეგ ვიცი რო ესეთი ტიპის ქეისებს მთლად იდეალური ვენტილაცია არ აქვთ მაგრამ მზად ვარ ეგ მსხვერპლი გავიღო სიჩუმის სანაცვლოდ
Gamer-4ever Posted June 8, 2023 Posted June 8, 2023 ქეისი შენი გემოვნებით უნდა შეარჩიო , სიჩუმეს რაც შეეხება უხმო ფანები და ეგაა ჩემი გემოვნებით ამ ქეისს გირჩევ MATREXX 70
Gurami Chichikoshvili Posted June 8, 2023 Author Posted June 8, 2023 11 hours ago, Gamer-4ever said: ქეისი შენი გემოვნებით უნდა შეარჩიო , სიჩუმეს რაც შეეხება უხმო ფანები და ეგაა ჩემი გემოვნებით ამ ქეისს გირჩევ MATREXX 70 მადლობა ძმაო გამოხმაურებისთვის, ჩემ კეისს არაფერს ვერჩი დიდად მარა ვიზუალურადაც მომწონს ეგ be quite ს ქეისი, თან ეს დამატებით რო ვნახე სიჩუმეზეცაა გათვლილიო მაგიტომ "ავტყდი" უბრალოდ მაინტერესებს მართლა ჩუმია როგორც არეკლამებენ თუ უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია და არაფერი ისეთი განსაკუთრებული
Gamer-4ever Posted June 8, 2023 Posted June 8, 2023 10 minutes ago, Gurami Chichikoshvili said: მადლობა ძმაო გამოხმაურებისთვის არაფერის ყველაზე კარგი გამოსავალია იუთუბზე გადახედო რევიუებს , ჩუმი იქნება ალბათ იმიტო რო თვითონ სახელიც გეუბნება შეცვლა თუ გადაწყვიტე ჯობია რო შეცვალო იმიტო რო ეხლა ახლებური ქეისებია და უფრო დახვეწილი , შიგნითაც სხვანაირი განლაგებაა და SD განყოფილებები აღარ აქვს რაც უფრო ალამაზებს ქეისს ანუ ზედმეტი ელემენტები აღარააქ , თან ვიზუალიც ლედ განათებით საკაიფო ვიდზე აყენებს ისე მეც შენსავით ძველი ქეისი მაქ მაგრამ მომწონს როგორიც არი ძველი სტილის მაგარი მანქანასავით აღვიქვავ თან სულ ახალია ნაკაწრის გარეშე როგორც ვიყიდე ეგრე შევინახე
Gurami Chichikoshvili Posted June 8, 2023 Author Posted June 8, 2023 კი ჩემი ქეისიც თავის დროზე დიდი სიხარულით ვიყიდე, ამ ახლებს ადვილად ეხსნება ფილტრებიც და გვერდებიც უფრო პრაქტიკულია და რა თქმა უნდა კაბელ მენეჯმენტიც უფრო კარგადაა ვიდრე ძველებში. თან ვიზუალურად ძაან მომეწონა, რევიუებშიც აქებენ და თვის ბოლოს შევიძენ მაშინ რადგან ესე ვიცი რაღაცას რო დავადგამ თვალს ვსო სანამ არ ვიყიდი ვერ ვისვენებ და დავწერ აქ რამდენად კაი იქნება და როგორ მომეწონება.
G1ORG1 Posted June 8, 2023 Posted June 8, 2023 კეისის შეცვლა თუ გინდა, სიჩუმეს თავი გაანებე, პრაქტიკული იყიდე, ყველაფერი რომ ჩაეტიოს, შნურები კარგად შეიმალოს, ლამაზი იყოს, სიჩუმე კიდე ფენებზეა დამოკიდებული, , 18 ფენი ტრიალებს ჩემს ყუთში და საერთოდ არ მაწუხებს.
Gogla1990 Posted June 9, 2023 Posted June 9, 2023 საკმარისი ფართი, კარგი აერაცია და გრილი დეტალები = ჩუმი კეისი სხვა ვარიანტი არ არსებობს, თუ დახურული კეისი იქნება რომელიც ხმას ჩაახშობს, მასში მყოფი დეტალები მაღალ ტემპერატურაზე იმუსავებენ და ფანებსაც მეტად მოუწევთ ღმუილი, შედეგად მაინც არ გამოვა ჩუმი კეისი
Gurami Chichikoshvili Posted June 9, 2023 Author Posted June 9, 2023 მადლობა ბიჭებო ყურადღებისთვის, გავითვალისწინებ თქვენ რჩევებს, გაიხარეთ.
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.