Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

სიტყვა „კრიპტოვალუტის“ ძიების რაოდენობა ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე ჩამოვიდა 2020 წლის დეკემბრის შემდეგ. ამას მოწმობს Google Trends-ის მონაცემები. 

image.png 

სიტყვა "კრიპტოვალუტის" მოთხოვნების პოპულარობა. წყარო: Google Trends. 

მაჩვენებელმა მაქსიმალურ 100 ქულას მიაღწია 2021 წლის მაისში. ყველაზე მეტი "ციფრული აქტივი" გუგლში მოძიებული ნიდერლანდებში, ნიგერიასა და სინგაპურში. 

მოთხოვნის მოცულობამ კლება დაიწყო 2022 წლის მაისიდან Terra-ს ეკოსისტემის დაშლის შემდეგ, კიდევ უფრო დიდი კლება დაფიქსირდა ნოემბერში FTX-ის დაშლის გამო. 

კრიპტოანალიტიკოსი ფსევდონიმით Coin Bureau ვარაუდობს, რომ მოთხოვნების უარყოფითი დინამიკა დაკავშირებულია კრიპტო ბირჟებზე აქტივობის ვარდნასთან. მაჩვენებელი ბოლო 32 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა. 

ინტერესი არ შემცირებულა კრიპტო ინდუსტრიის ყველა სფეროში. "DeFi"-ზე მოთხოვნ კვლავ იზრდება, ხოლო "meme token"-ების პოპულარობა პიკს მაისის დასაწყისში მიაღწია. 

მავდროულად „შიშისა და სიხარბის ინდექსი“ 53 ქულიან ნეიტრალურ ნიშნულზეა, რაც ინვესტორების ზომიერ განწყობაზე მიუთითებს. 

image.png 

„შიშისა და სიხარბის ინდექსი“. წყარო: alternative.me 

აპრილში შეერთებულ შტატებში Bitcoin-თან დაკავშირებული საძიებო მოთხოვნების რაოდენობამ 1.9 მილიონს მიაღწია. პირველმა კრიპტოვალუტამ უკან მოიტოვა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ცნობილი მუსიკოსის ელვის პრესლის და Disney World-ის პოპულარობის მაჩვენებლები. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.