Magdalena Posted June 3, 2023 Posted June 3, 2023 კომპანია MSI-მ გამოფენა Computex 2023-ზე წარადგინა პირველი ლეპტოპი Meteor Lake სერიის პროცესორის ბაზაზე. ახალ მოწყობილობაზე ყურადღება გაამახვილა პორტალმა Notebookcheсk. ფოტოს წყარო: Notebookchek კომპანია Intel-ს მიმდინარე წელს გამოფენა Computex-ის ფარგლებში დამოუკიდებელი ღონისძიება არ ჩაუტარებია, თუმცა საინფორმაციო მედიის რამდენიმე წარმომადგენელი მოიწვია ლეპტოპებისთვის განკუთვნილი სამომხმარებლო პლატფორმის დახურულ დემონსტრაციაზე. სამომავლო Meteor Lake პროცესორების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია სპეციალური ნეირონული ძრავი VPU (Versatile Processing Unit), რომლის შესაძლებლობებს გამოიყენებს სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელთან მუშაობაში. MSI-ს სტენდზე წარმოდგენილი იყო ლეპტოპის მოდელი Prestige 16 EVO/Studio. მასში გამოყენებულია Meteor Lake სერიის უცნობი პროცესორი. ამას ადასტურებს ოპერაციული სისტემის დავალების დისპეტჩერი, ასევე მწარმოებლის შემთხვევით შექმნილი და შემდეგ რედაქტირებული პრეს-რელიზი. კერძოდ, დავალებების დისპეტჩერში პროცესორი აღნიშნულია მარკით „Genuine Intel(R) 0000“, რაც, როგორც წესი, ჩიპის ინჟინრულ ნიმუშზე მიუთითებს. თუმცა ეს ინფორმაცია პირდაპირ არ ადასტურებს, რომ იგი სწორედ Meteor Lake-ია, თუმცა ამაზე მიუთითებს პროცესორის შემადგენლობაში არსებული 16 ბირთვი 22 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. როგორც ცნობილია, Raptor Lake პროცესორების აქტუალურ მოდელებს აქვს 20-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერა. აქედან შეგვიძლია დასკვნის გამოტანა, რომ ეს იგივე ლეპტოპია, რომელიც Intel-მა ცოტა ხნის წინ გრაფიკულ რედაქტორში VPU-ის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის გამოიყენა. MSI-მ შეცდომა დაუშვა ლეპტოპის წინასწარ პრეს-რელიზში. კერძოდ, კომპანიას დაავიწყდა „Core i7“-ისა და „მე-13 თაობის“ შეცვლა პრეს-რელიზის თავდაპირველ ვერსიაში. როგორც ცნობილია, Intel ახალი ნომენკლატურების გამოყენებას აპირებს მობილურ Meteor Lake-ში, რომელიც წარმოდგენილი იქნება დაახლოებით ამ ფორმით - Core Ultra 7 1003H. MSI-ის ცნობით ახალი ლეპტოპი Prestige 16 ოფიციალურად გამოვა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, რაც დროში შეესაბამება Intel-ის მომავალი თაობის პროცესორების მოსალოდნელ ანონსს. https://tinyurl.com/3sewfhv2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.