Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-მ გამოფენა Computex 2023-ზე წარადგინა პირველი ლეპტოპი Meteor Lake სერიის პროცესორის ბაზაზე. ახალ მოწყობილობაზე ყურადღება გაამახვილა პორტალმა Notebookcheсk. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Notebookchek 

კომპანია Intel-ს მიმდინარე წელს გამოფენა Computex-ის ფარგლებში დამოუკიდებელი ღონისძიება არ ჩაუტარებია, თუმცა საინფორმაციო მედიის რამდენიმე წარმომადგენელი მოიწვია ლეპტოპებისთვის განკუთვნილი სამომხმარებლო პლატფორმის დახურულ დემონსტრაციაზე. სამომავლო Meteor Lake პროცესორების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია სპეციალური ნეირონული ძრავი VPU (Versatile Processing Unit), რომლის  შესაძლებლობებს გამოიყენებს სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელთან მუშაობაში. 

image.jpeg 

MSI-ს სტენდზე წარმოდგენილი იყო ლეპტოპის მოდელი Prestige 16 EVO/Studio. მასში გამოყენებულია Meteor Lake სერიის უცნობი პროცესორი. ამას ადასტურებს ოპერაციული სისტემის დავალების დისპეტჩერი, ასევე მწარმოებლის შემთხვევით შექმნილი და შემდეგ რედაქტირებული პრეს-რელიზი. 

image.jpeg 

კერძოდ, დავალებების დისპეტჩერში პროცესორი აღნიშნულია მარკით „Genuine Intel(R) 0000, რაც, როგორც წესი, ჩიპის ინჟინრულ ნიმუშზე მიუთითებს. თუმცა ეს ინფორმაცია პირდაპირ არ ადასტურებს, რომ იგი სწორედ Meteor Lake-ია, თუმცა ამაზე მიუთითებს პროცესორის შემადგენლობაში არსებული 16 ბირთვი 22 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. როგორც ცნობილია, Raptor Lake პროცესორების აქტუალურ მოდელებს აქვს 20-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერა. აქედან შეგვიძლია დასკვნის გამოტანა, რომ ეს იგივე ლეპტოპია, რომელიც Intel-მა ცოტა ხნის წინ გრაფიკულ რედაქტორში VPU-ის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის გამოიყენა. 

image.jpeg 

MSI-მ შეცდომა დაუშვა ლეპტოპის წინასწარ პრეს-რელიზში. კერძოდ, კომპანიას დაავიწყდა „Core i7“-ისა და „მე-13 თაობის“ შეცვლა პრეს-რელიზის თავდაპირველ ვერსიაში. როგორც ცნობილია, Intel ახალი ნომენკლატურების გამოყენებას აპირებს მობილურ Meteor Lake-ში, რომელიც წარმოდგენილი იქნება დაახლოებით ამ ფორმით - Core Ultra 7 1003H. 

MSI-ის ცნობით ახალი ლეპტოპი Prestige 16 ოფიციალურად გამოვა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, რაც დროში შეესაბამება Intel-ის მომავალი თაობის პროცესორების მოსალოდნელ ანონსს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.