Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Cooler Master-მა გამოფენა Computex 2023-ზე წარადგინა კომპაქტური კომპიუტერის კორპუსი NCore 100 Max, რომელშიც მოთავსდება ფლაგმანური ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tom's Hardware 

Cooler Master NCore 100 Max-ის სისქე 155-დან 172-მდე მილიმეტრია, სიმაღლე - 481 მმ, სიგანე - 212 მმ. კორპუსში საკმარისი ადგილია, რათა განთავსდეს 357 მმ სიგრძის GeForce RTX 4090. დაშვებულია სამ- ან ოთხსლოტიანი ვიდეო ბარათის დაყენება. 

image.jpeg 

კორპუსი განკუთვნილია Mini-ITX ფორმატის სისტემების აწყობისთვის. მოცემული არ არის გამჭვირვალე ჩანართები და RGB განათება, სამაგიეროდ წარმოდგენილია პერფორირებული ალუმინის კედლები მტვრის ფილტრებით, კვების ბლოკი V SFX Gold ATX 3.0 სიმძლავრით 850 ვატი და ერთი სლოტი 2.5-დუიმიანი SSD-სთვის. 

image.jpeg 

NCore 100 Max-ში ასევე დაყენებულია ერთი 120-მილიმეტრიანი ქულერი Silencio და ერთი 120-მმ PWM-ქულერი Sickleflow. ასევე გათვალისწინებულია 120 მმ სიგრძის და 38 მ სიგანის თხევადი გაგრილების სისტემის რადიატორი. კორპუსში მხარდაჭერილია 47 მმ-მდე სიმაღლის პროცესორის ქულერის დამონტაჟების შესაძლებლობა. 

image.jpeg 

კორპუსის აწყობა-დაშლისთვის ინსტრუმენტები არ არის საჭირო. ხელმისაწვდომია მოწყობილობის ბრინჯაოსფერი და მწვანე ვარიანტები. კომპანიის თქმით Intel Core i9-13900K პროცესორი 250 ვატი TPD-ით შემოწმდა სტანდარტული გამაგრილებლის რადიატორით და 240 rpm სიჩქარის მქონე Silencio ქულერით. ჩიპმა throttling არ დააფიქსირა. 

image.jpeg 

კორპუს NCore 100 Max-ის ფასი და გაყიდვაში გამოსვლის დრო კომპანიას არ გამოუცხადებია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.