Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png  

შეერთებული შტატები რისკავს კრიპტო ინდუსტრიაში ლიდერის პოზიციის დაკარგვას არაბთა გაერთიანებულ ემირატებთან, სამხრეთ კორეასთან, ავსტრალიასდა შვეიცარიასთან, გამოთქვა გაფრთხილება ARK Invest-ის ანალიტიკოსმა Yassine Elmandjra-მ. 

ექსპერტმა ანგარიშში აღნიშნა, რომ შტატებიდან მარკეტმეიქერების - Jane Street-ისა და Jump Trading-ის ცოტა ხნის წინანდელი გასვლა გაუაზრებელი რეგულაციების საწინააღმდეგო რეაქციის პირველი ნიშანია. 

აშშ-ის ოდესღაც კარგი რეკომენდაციის და დამსახურებული ნდობის მქონე ინსტიტუებით სავსე კრიპტოეკოსისტემა ახლა სიცარიელის წინაშეა, რაც, დიდი ალბათობით, ანელებს სხვა მსხვილი კრიპტო ინვესტორების ინტერესს“ - განმარტა Elmandjra-მ. 

ანალიტიკოსის აზრით არაცალსახა მარეგულირებელი ფონი უარყოფითად მოქმედებს არსებულ კომპანიებზე და აფრთხობს ახალ მოთამაშეებს. 

2023 წელს SEC-მა აღნიშნა დარღვევები Bittrex-ის, Coinbase-ის, Kraken-ის, Gemini-ისა და Genesis-ის მუშაობაში. CFTC-მა სარჩელი შეიტანა Binance-ისა და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ. 

ARK Invest-ის ექსპერტის თქმით შეერთებულ შტატებში კრიპტო-ლიკვიდობა "მნიშვნელოვნად შემცირდა". Coin Metrics-ის მონაცემებზე დაყრდნობით მან განაცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში Bitcoin-ით ვაჭრობის მოცულობა 75%-ით შემცირდა - მარტში დღეში ფიქსირდებოდა 20 მლნ აშშ დოლარი, მაისში კი - 4 მლნ აშშ დოლარი. 

Elmandjra-მ ასევე გაამახვილა ყურადღება, რომ პირველი კრიპტოვალუტის კურსი Binance.US-ზე 600 აშშ დოლარით მეტი იყო სხვა ბირჟებთან შედარებით. მისი აზრით, ეს მიუთითებს შეერთებულ შტატებში არაკორექტულ ფასწარმოქმნაზე.  

შეგახსენებთ, რომ მაისში Coinbase-ის ხელმძღვანელობამ დაუშვა ჰაბის შექმნის ალბათობა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში. იმავე თვეში კომპანიამ გამოაცხადა ციფრული აქტივების საერთაშორისო ბირჟ Coinbase International Exchange-ის ამოქმედების შესახებ. 

ინსტიტუციონალური პლატფორმა Bakkt ასევე განიხილავს ევროპაში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას. 

ადრე Circle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერემი ალერმა არ გამორიცხა, რომ აშშ-მ შესაძლოა დაკარგოს წამყვანი პოზიცია სექტორში ევროკავშირის, ჰონგ კონგის და არაბეთის გაერთიანებული ემირატების სასარგებლოდ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.