Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ სახელი გაითქვა მაღალი წარმადობის გამოთვლების სეგმენტში უშუალოდ გრაფიკულ პროცესორების ბაზაზე არსებული ამაჩქარებლებით. ეს მას ხელს არ უშლის ასორტიმენტი გააფართოვოს სუპერკომპიუტერების სეგმენტში საკუთარი წარმოების ცენტრალური პროცესორებით. სწორედ მათ საფუძველზე დამყარებული სუპერკომპიუტერი იქნება Isambard 3, რომელიც შევა მსოფლიოს ყველაზე ენერგოეფექტური სუპერკომპიუტერების სამეულში.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

უნდა აღინიშნოს, რომ შერჩევა მოხდა იმ სუპერკომპიუტერულ სისტემებს შორის, რომლებშიც არ არის გამოყენებული გრაფიკულ პროცესორებზე დამყარებული გამოთვლითი ამაჩქარებლები. NVIDIA-ს წარმომადგენლების განცხადებით სუპერკომპიუტერი აიწყობა ბრისტოლის უნივერსიტეტისთვის Hewlett Packard Enterprise-ისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობით, მისი ენერგომოხმარება იქნება 270 კვტ, გამოთვლების მაქსიმალური წარმადობა FP64 სიზუსტით კი - 2.7 Pflops. შედეგად იგი გამოდის ექვსჯერ უფრო ეფექტური სიჩქარისა და ენერგომოხმარების კუთხით წინამორბედ Isambard 2-თან შედარებით. მახასიათებლების ეს კომბინაცია საშუალებას მისცემს Isambard 3-ს გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური სუპერკომპიუტერი, რომელიც არ იყენებს სპეციალიზებულ ამაჩქარებლებ. 

სისტემა Isambard 3, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე ამოქმედდება, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებს საშუალებას მისცემს დააპროექტონ ენერგეტიკული დანადგარები, გააანალიზონ მეტეოროლოგიური კვლევების შედეგები და ეძებონ მედიკამეტური საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობს პარკინსონის დაავადების, ოსტეოპოროზის და COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას. სუპერკომპიუტერს საფუძვლად დაედება 384 ცენტრალური პროცესორი NVIDIA Grace Arm-თავსებადი არქიტექტურით. ამ ჩიპებში წარმოდგენილია 144-მდე ბირთვი (ორ კრისტალზე). 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.